"ქართული ოცნება" მაჟორიტარულ ოლქებშიც ლიდერობს

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის 20-ზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო საპარლამენტო არჩევნები.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ 20-ზე მეტმა მაჟორიტარობის კანდიდატმა საპარლამენტო არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, — განაცხადა  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იღებდა მონაწილეობას.

„ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა წინასწარმა შედეგებმა დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ჩვენი პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ზრუნვას ქვეყნის განვითარებაზე“, — განაცხადა კობახიძემ.

ქართული სამხედროები - Sputnik საქართველო
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა უპირატესობა „ქართულ ოცნებას“ მიანიჭეს

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის 20-ზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო საპარლამენტო არჩევნები.

ამასთან, პირველი ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს მეორე ტურში, დასძინა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შაბათს შერეული სისტემით ჩატარდა — 77 დეპუტატს პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 73 დეპუტატს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული წესი) მონაწილე კანდიდატებიდან ირჩევდნენ. „პარტიული“ ადგილებისთვის 19 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი იბრძვის. მათ, პარლამენტში მოსახვედრად, ამომრჩევლის ხმათა მინიმუმ 5% უნდა დააგროვონ. მაჟორიტარმა კანდიდატმა კი 50%–ს + 1 ხმა უნდა მიიღოს.

ყველა ახალი ამბავი
0