ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა უპირატესობა „ქართულ ოცნებას“ მიანიჭეს

© FB / Georgian Ministry of Defenseქართული სამხედროები
ქართული სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე გაიმართა, რომელშიც 1303-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი სამხედროების უმრავლესობამ, რომლებიც  „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში იმყოფებიან,  საპარლამენტო არჩევნებში მხარი მმართველ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭირა, აცხადებს ცესკო.

საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში 5 ოქტომბერს ორ საარჩევნო უბანზე — ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარი-შარიფში მდებარე მარმალის ბაზაზე ჩატარდა. 

ბაგრამის ბაზაზე 1471 ადამიანიდან არჩევნებში მონაწილეობა 1171-მა მიიღო. მათგან „ქართულ ოცნებას“ ხმა 564-მა ადამიანმა მისცა, ყოფილ მმართველ ძალას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი — 232-მა, ხოლო თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას პარტიას კი 214-მა.

„ლეიბორისტებმა“ 45 ხმა მიიღეს, ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ კი 27.

უსკო - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები: ლიდერობს „ქართული ოცნება“

მარმალის ბაზაზე 132 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. აქ ხმების უმრავლესობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა — 65, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კი 50 ადამიანმა დააფიქსირა თავისი პოზიცია.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ხმების უმნიშვნელო რაოდენობა მიიღეს.

საქართველოს პარლამენტიოს არჩევნები ავღანეთში, ისევე როგორც უცხოეთში, მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდა.

საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატსპარტიული სიით (პროპორციული სისტემა), ხოლო 73-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ირჩევდნენ. სადეპუტატო მანდატისთვის 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იბრძოდა.

ყველა ახალი ამბავი
0