Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მეგან მარკლის ბიოგრაფიაში შეუსაბამობები იპოვეს

© AFP 2024 / DANIEL LEAL-OLIVASმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
მას შემდეგ, რაც პრინც ჰარის და მეგან მარკლის უმცროსი გოგონა, როგორც იქნა, სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიის მერვე ნომერი გახდა, ბიოგრაფებმა სხვა შეცდომები იპოვეს.
ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ რესურსზე მეგან მარკლის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული არაერთი მონაცემის შეუსაბამობა იქნა ნაპოვნი. იტყობინება Dailly Mail-ი.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
სამეფო ოჯახმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილი ტახტის მემკვიდრედ ცნო
კერძოდ, სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ არის ნახსენები, რომ მეგან მარკლი მისი რამდენიმე თვის ქალიშვილი ლილიბეტისა და ორი წლის ვაჟის არჩის დედაა. თვით მოწმობაში უბრალოდ მითითებულია მისი ოფიციალური დასახელება, სახელი, მეუღლის ტიტული და ქორწინების თარიღი. აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ჯერ არ იყო განახლებული.
ახლა სასექსის ჰერცოგინია და მისი მეუღლე პრინცი ჰარი ცხოვრობენ კალიფორნიის შტატში. ლილიბეტი ოფიციალურად მიუთითეს ტახტის მემკვიდრეთა სიაში მერვე ნომრად.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი დიანას გარდაცვალების საიდუმლოს გაამჟღავნებს. პრინცი ჰარი თანამშრომლობს პულიცერის პრემიის ლაურეატთან ჯონ მორინგერთან, რათა გამოუშვას ბიოგრაფიული წიგნი.
ყველა ახალი ამბავი
0