სამეფო ოჯახმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილი ტახტის მემკვიდრედ ცნო

© AFP 2024 / JEREMY SELWYNპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
პატარა ლილი ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის მე-11 შვილთაშვილია და ის ტახტის მემკვიდრეთა შორის მერვე ადგილს იკავებს
სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პრინც ჰარის ქალიშვილის სახელი გამოჩნდა ტახტის მემკვიდრეების სიაში. იტყობინება Daily Mail-ი.
ეს მოხდა სამი დღის შემდეგ, რაც ტახტის მემკვიდრეების სიაში ლილიბეტ დიანა მაუნტბატენ-უინძორის სახელის არყოფნაზე ყურადღება გაამახვილა ITV Royal Family News-ის რედაქტორმა კრის შიპმა.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ გზით სამეფო ოჯახმა აშკარად აღიარა მათი ფრთხილი დამოკიდებულება პრინც ჰარისა და მეგან მარკლის მიმართ. „რატომ დაელოდნენ ამდენ ხანს - ეს არის კითხვა. თქვენ მხოლოდ უნდა დაიწყოთ ახალი აბზაცი გვერდზე, შეიყვანოთ სახელი და ნომერი. მესმის ერთი ან ორი კვირის დაგვიანება, მაგრამ ერთი თვე?!“ - თქვა შიპმა.
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილი მერვე ადგილზეა მემკვიდრეობის ხაზში. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა 4 ივნისს დაიბადა, ბოლო დრომდე ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტახტის მემკვიდრეებში ბოლო ნომრად პრინცი ენდრიუ იყო.
Daily Mail-ი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ორი წლის ვაჟი არჩი მემკვიდრეების სიას დაბადებიდან 15 დღის შემდეგ დაემატა, ხოლო პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ვაჟი, პრინცი ლუი – 12 დღის შემდეგ.
ელიზაბეტ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2020
მსოფლიო დღეს
ელისაბედ II-მ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ინგლისში დაბრუნება სთხოვა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქალიშვილის ლილიბეტის მონათვლას დედოფლის თანდასწრებით უინძორში აპირებენ. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ექსპერტმა დანიელა ელზერმა თქვა, რომ დედოფლის თანდასწრებით ლილიბეტის მონათვლის გადაწყვეტილება აღიქმება როგორც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ელისაბედ მეორესთან შერიგების მცდელობა, ხოლო დიდ ბრიტანეთში ნათლობაზე უარის თქმა იქნება ნიშანი საბოლოოდ ოჯახებს შორის ურთიერთობის გაწყვეტის.
4 ივნისს პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. გოგონამ მიიღო სახელი Lilibet "Lily" Diana Mountbatten-Windsor დედოფალ ელისაბედ მეორისა და ჰარის დედის, პრინცესა დიანას პატივსაცემად.
ყველა ახალი ამბავი
0