„იუკოსის“ ექს-სტრუქტურის საქმე: ჰააგის სასამართლომ რუსეთს 5 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს რეზიდენცია
ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
რუსულ მხარეს ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 5 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრა „იუკოსის“ ჯგუფის ყოფილი სტრუქტურის Yukos Capital Sarl-ის სასარგებლოდ, იუწყება Global Arbitration Review. 
აღინიშნება, რომ რუსულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. 
გავრცელებული ინფორმაციით, არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 23 ივლისს გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთმა, რომელმაც Yukos Capital-ის მიერ თავისი ყოფილი დედა-კომპანიისთვის „იუკოსისთვის“ მიცემული სესხების უკანონო ექსპროპროაცია მოახდინა, „არ აღასრულა ამ საკითხში მართლმსაჯულება რუსეთის სასამართლოებში“. 
Yukos Capital-მა საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2013 წელს შეიტანა და თავდაპირველად სახელმწიფოსგან 13 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვდა. როგორც კომპანია ირწმუნებოდა, მან „იუკოსს“ მილიარდობით დოლარის სესხი მისცა, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომპანიის გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შემდეგ, მას აღარ დაბრუნებია. 
რუსეთის განცხადებით, აღნიშნული თანხები თავად „იუკოსს“ ეკუთვნოდა და ფიქტიური სესხების სახით იყო შენიღბული გადასახადებისთვის თავის არიდების არალეგალურ სქემებში გამოყენების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0