40 წლის ტორტის ნაჭერი დიანასა და ჩარლზის ქორწილიდან აუქციონზე გაიყიდება – ფოტო

© Photo: The Royal Family / FBპრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი
პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
ტორტის ნაჭერი, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრი ქალბატონი საკვების ლენტში გახვეულს თუნუქის კოლოფში ინახავდა, სულ ახალივით გამოიყურება.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ტორტის ნაჭერი, რომელიც პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის ქორწილიდანაა შემონახული და უკვე 40 წლისაა, სავარაუდოდ, აუქციონზე გაიყიდება, იუწყება ტელეარხი BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, უჩვეულო ლოტის საწყისი ფასი 500 გირვანქა სტერლინგი იქნება.   
​როგორც ირკვევა, ტორტის ნაჭერი დედა-დედოფლის ოჯახის წევრ მოირა სმიტს ეკუთვნის, რომელმაც მისი ესოდენ კარგ მდგომარეობაში შენახვა თუნუქის კოლოფისა და საკვების შესახვევი ფირის მეშვეობით მოახერხა.
კოლოფს გარედან მიმაგრებული ჰქონდა ეტიკეტი, რომელზეც ეწერა: „ფრთხილად შეეხეთ — პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას საქორწილო ტორტი“. იქვე ეწერა თარიღიც: 2981 წელი, 27 ივლისი.
2008 წელს მისმა ოჯახმა უჩვეულო საქორწილო სახსოვარი კოლექციონერს მიჰყიდა, რომელიც მას 11 აგვისტოს გასაყიდად გაიტანს Dominic Winter Auctioneers-ის ვაჭრობაზე.
„[ტორტის ნაჭერი] ისევ კარგ მდგომარეობაში გამოიყურება, მაგრამ მის ჭამას არ გირჩევთ“, — ამბობს აუქციონის წარმომადგენელი.
აღინიშნება, რომ ეს 23 საქორწილო ტორტიდან ერთ-ერთის მოზრდილი ნაჭერია, რომელზეც ოქროსფერ, წითელ, ლურჯ და ვერცხლისფერ ფერებში შესრულებული სამეფო გერბია გამოსახული.
ყველა ახალი ამბავი
0