ჯენიფერ ლოპესის 52-ე ზღაპრული დაბადების დღე ბენ აფლეკთან ერთად - წყვილის უახლესი ფოტოები

© Facebook / Jennifer Lopezჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანი სულ ორ წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ მოკლე დროშიც საკმაოდ ხმაურიანი გახდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ მეტსახელად „ბენიფერი“ დაარქვეს
სულ ცოტა ხნის წინ, ჯენიფერ ლოპესმა 52-ე დაბადების დღე იზეიმა. „ბენიფერის” გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ წყვილი იუბილეს ერთად იზეიმებდა და მართლაც, ლოპესმა და აფლეკმა რომანტიკული უქმეები საფრანგეთის დასავლეთით, სენ-ტროპეში გაატარეს.
ჯეი ლოს „ინსტაგრამზე” პირველი ერთობლივი ფოტოებიც გამოჩნდა. ის და ბენი ერთმანეთს მხურვალედ კოცნიდნენ და ეხუტებოდნენ. ჯენიფერს წითელ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი ბიკინი ეცვა, ზემოდან კი „დოლჩე და გაბანას” მოსასხამი ჰქონდა მოცმული. იუბილარის „ლუქს” დიდი ზომის ქუდი ასრულებდა.
ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს ფილმ „ჯილის“ გადაღებაზე, სადაც მათ მთავარი როლები ერგოთ. მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოპესი მოულოდნელად დაშორდა საქმროს ალექსს როდრიგესს, მალევე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ის ყოფილ შეყვარებულს, ცნობილ მსახიობ ბენ აფლეკს შეურიგდა, რომელთან ერთადაც წარსულში ორი წელი გაატარა.
ცნობილი გახდა, რომ აფლეკმა დრო არ დაკარგა და დაუყოვნებლივ დაიწყო ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა, ის მას SMS-ებით ავსებდა კომპლიმენტებით და შეხვედრის შეთავაზებით და ამან, როგორც ჩანს, გაჭრა.
View this post on Instagram

A post shared by trèsCLICK (@tresclick)

წყვილი საზოგადოების წინაშე ერთად, 17 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ჩახუტებული „ბენიფერი“ დასავლეთ ჰოლივუდში გადაიღეს. რომანტიკული ვახშმის შემდეგ 48 წლის ბენ აფლეკი ლოპესის სახლთან დააფიქსირეს. ის თეთრ კადილაკში იჯდა. შეყვარებული ბენი პაპარაცებს თბილად უღიმოდა.
პარალელურად აღნიშნული მოვლენებისა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერის განცხადებით, ჯეი ლო და ბენი მომავალს ერთად გეგმავენ, ასე რომ, შესაძლოა მალე 2002 წელს ჩაშლილი ქორწილი საბოლოოდ შედგეს.
ბენი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეყვარებულს ანა დე არმასს დაშორდა, ჯეი ლოს სახლიდან გამოსული არაერთხელ დააფიქსირეს. შემდეგ კი წყვილი ერთად მანქანაში გადაიღეს.
 
ყველა ახალი ამბავი
0