ჩინეთი აშშ-ს მის მიმართ „უკიდურესად სახიფათო“ პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს

© AP Photo / Andy Wongაშშ-ისა და ჩინეთის დროშები
აშშ-ისა და ჩინეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
ჩინელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს ყველაფერი პეკინს დააბრალოს, და რომ არა ჩინეთი, ამერიკელებს თითქოს სხვა სალაპარაკო არც ექნებოდათ.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, შეცვალოს „უკიდურესად სახიფათო“ პოლიტიკა მის მიმართ, არ განიხილოს ჩინეთი პირობით მტრად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სე ფენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უენდი შერმანთან შეხვედრისას.
კორონავირუსი პეკინში - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
COVID-19-ის წარმოშობა: ჩინეთი ჯანმოს გამოძიების გეგმას არ ეთანხმება
შერმანი 25-26 ივლისს იმყოფებოდა ჩინეთში ვიზიტით. დიპლომატების შეხვედრა ტიანცზინში გაიმართა.
„მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობები ჩიხში შევიდა, ისაა, რომ აშშ-ში ზოგიერთები ჩინეთს წარმოსახვით მტრად განიხილავენ... აშშ-ის მთელი მთავრობა მობილიზებულია ჩინეთის შესაკავებლად, თითქოს საჭიროა მხოლოდ ჩინეთის შეკავება და აშშ-ის ყველა რთული პრობლემა გადაიჭრება, აშშ კვლავ გახდება დიდებული და მისი ჰეგემონია გაგრძელდება... ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, შეცვალოს ასეთი უკიდურესად მცდარი და უკიდურესად სახიფათო პოლიტიკა ჩინეთის მიმართ“, — განაცხადა სე ფენმა, რომლის სიტყვებსაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ფენის თქმით, ზოგი ამერიკელი ექსპერტი, როდესაც ჩინეთს მტრად წარმოაჩენს, ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იაპონიასა და ასევე საბჭოთა კავშირს ადარებს ცივი ომის წლებში. დიპლომატის აზრით, ამით ისინი ცდილობენ ეკონომიკური და სოციალური ვითარებით უკმაყოფილო ამერიკელების ყურადღება სხვა თემებზე გადართონ და „ღრმა სტრუქტურული წინააღმდეგობები ჩინეთს დააბრალონ“.
ამასთან ფენს მიაჩნია, რომ „აშშ-ის ტრიქოტომია კონკურენციის, თანამშრომლობისა და დაპირისპირების“ შესახებ — ეს ერთგვარი ილეთია ჩინეთზე ზეწოლისა და შეკავებისთვის.
ამასთან დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინური მხარე მზადაა ეძებოს ნიადაგი თანამშრომლობისთვის, ხოლო ამერიკულმა მხარემ ძირეულად უნდა შეცვალოს თავისი კურსი, აირჩიოს ურთიერთპატივისცემის, სამართლიანი კონკურენციისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გზა.
ყველა ახალი ამბავი
0