იტალიაში კორონავირუსი სულ უფრო ხშირად ახალგაზრდებში ფიქსირდება

© AFP 2024 / FILIPPO MONTEFORTEკორონავირუსის პანდემია იტალიაში
კორონავირუსის პანდემია იტალიაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
იტალიაში ინფიცირებულთა საშუალო ასაკმა 25 წლამდე დაიწია, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფ პაციენტთა საშუალო ასაკმა - 55 წლამდე.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების სერიოზული ზრდა დაფიქსირდა, ამჟამად კორონავირუსი ახალგაზრდა თაობაში ვლინდება, განაცხადა პარასკევს ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) პრეზიდენტმა სილვიო ბრუზაფერომ.
იტალიის ერთ-ერთმა წამყვანმა სამედიცინო ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში შეინიშნება ინფექციის გავრცელების Rt-კოეფიციენტის სწრაფი ზრდა, რომელიც განსაზღვრავს იმ ადამიანთა საშუალო რაოდენობას, რომლებსაც ერთი დაავადებული აინფიცირებს.
ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვიზიტორთა საყურადღებოდ: ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
ბრუზაფეროს თქმით, COVID-19–თან დაკავშირებული სიტუაციის მონიტორინგის ბოლო კვლევამ Rt 1,29-ის დონეზე დააფიქსირდა, მაგრამ შემდეგ კვირას ეს ფუნდამენტური მაჩვენებელი 1,55-მდე გაიზრდება. ჯერ კიდევ 9 ივლისს აპენინებზე Rt შეადგენდა 0,66-ს, ანუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იგი თითქმის გაორმაგდა.
„ამავდროულად, ინფიცირებული ადამიანების საშუალო ასაკი შემცირდა 25 წლამდე, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტების საშუალო ასაკი - 55 წლამდე”, - განაცხადა ISS–ის ხელმძღვანელმა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ინფიცირების შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა რეგიონში. იგი მოიცავს 10-დან 19 წლამდე და 20-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანებს, ანუ ეპიდემიის ფარგლებში ახალი შემთხვევების რიცხვის ზრდა ყველაზე ახალგაზრდა თაობების ხარჯზე მიმდინარეობს", - განაცხადა ბრუზაფერომ.
COVID-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის კამპანია აპენინებზე 27 დეკემბერს დაიწყო. იტალიის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია და სექტემბრის ბოლოს ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა. ივნისში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე მოზარდებში დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0