რატომ ჭორაობენ ქალები: მეცნიერების სენსაციური დასკვნა

CC BY-SA 2.0 / Miguel Pires da Rosa / Flickr / Gossip girlsჭორიკანა ქალები
ჭორიკანა ქალები - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
მეცნიერთა აზრით, ჭორაობის ბიოქიმიური ბუნება იმაზე მეტყველებს, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანის ევოლუციაში წარსულში და თამაშობს ახლაც.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქალებს ჭორაობა და საიდუმლო ინფორმაციების გაცვლა იმიტომ მოსწონთ, რომ ამ დროს მათ სისხლში ოჯახური ბედნიერების ჰორმონის დონე იზრდება, წერს სამეცნიერო ჟურნალი Psychoneuroendocrinology.
პავიის უნივერსიტეტის (იტალია) თანამშრომელმა ტაშა ბრონდინომ ერთ დღეს შეამჩნია, რომ ის ქალები, რომლებიც რაიმე თემაზე ჭორაობდნენ, უფრო შეკრულებად გრძნობდნენ თავს, და გადაწყვიტა გაერკვია, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის ბიოქიმიური მიზეზები საამისოდ.
შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
რატომ ეშინიათ მამაკაცებს ჭკვიანი ქალების: მეცნიერული ექსპერიმენტი
ბრონდინომ და მისმა თანამოაზრეებმა „უმნიშვნელო“ საკონტროლო ცდაში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 25 სტუდენტ გოგონას მოუყარეს თავი, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. შემდეგ ისინი შემთხვევით ჯგუფებად დაყვეს, ოღონდ ისე, რომ თითოეულ ჯგუფში თითო მსახიობი და უცნობი გოგონა შეიყვანეს. ამის შემდეგ სთხოვეს მათ, ცდის დაწყებამდე ცოტა ხანს დალოდებოდნენ…
ამასობაში ზოგმა მსახიობმა ჯგუფს „საიდუმლოდ აცნობა“, რომ მათი ნაცნობი გოგონა, რომელიც ექსპერიმენტში არ მონაწილეობდა, ორსულობას მალავდა, ზოგმა კი ემოციური ისტორია უამბო იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მისდევდა სპორტს.
ვითომდა მოლოდინის დროის გასვლის შემდეგ სწავლულებმა ექსპერიმენტის მონაწილეთა ნერწყვის სინჯები აიღეს და გოგონებს „უმნიშვნელო ანკეტები შეავსებინეს, რომლებსაც არაფერი ჰქონდა საერთო ცდასთან“.
მეორე დღეს ბრონდინო და მისი თანამშრომლები სათითაოდ შეხვდნენ სტუდენტებს, ნეიტრალურ თემებზე გაესაუბრნენ და ისევ აუღეს ნერწყვის სინჯები.
სამი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
როგორთმებიანი ქალები მოსწონთ მამაკაცებს? დადგენილია მეცნიერულად
როდესაც ორივე დღეს აღებული სინჯები შეისწავლეს, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ:
ჭორაობა სისხლში ოქსიტოცინის დონეს ზრდის, რაც ოჯახური ბედნიერების ჰორმონად მიიჩნევა. და ეს მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება აქვს მავანს განხილვის ობიექტისადმი: ესიმპათიურება თუ, პირიქით, სძულს კიდეც. მთავარი პიროვნული დამოკიდებულება კი არა, თავად ვიღაცის საიდუმლოზე ლაპარაკი ყოფილა.
ტაშა ბრონდინოსა და მისი სწავლული კოლეგების ვარაუდით, ჭორაობის ბიოქიმიური ბუნება იმაზე მეტყველებს, რომ ქცევის აღნიშნულმა თავისებურებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანის ევოლუციაში წარსულში, და თამაშობს ახლაც.
მეცნიერების აზრით, საიდუმლო ფაქტების გაცვლა-გამოცვლა ჩვენს წინაპრებს დიდ ჯგუფებში არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რეპუტაციის შექმნასა და ჯგუფის წევრებს შორის ნდობის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0