ჩრდილოეთის ნაკადი2

გარიგება შედგა: აშშ და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე შეთანხმდნენ

52
(განახლებულია 15:22 20.07.2021)
აშშ-ისა და გერმანიის ლიდერებმა მანამდე ვერ შეძლეს გაზსადენის თაობაზე უთანხმოებების დარეგულირება, თუმცა შეთანხმდნენ, რომ მოსკოვს ენერგომატარებლების იარაღად გამოყენების უფლება არ უნდა მიეცეს.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აშშ და გერმანია უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ იმ გარიგების შესახებ, რომელმაც რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებული დავა უნდა გადაჭრას, იუწყება სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ისა და გერმანიის ლიდერებმა ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა გასულ კვირაში შეხვედრისას ვერ შეძლეს გაზსადენის თაობაზე უთანხმოებების დარეგულირება, თუმცა შეთანხმდნენ, რომ მოსკოვს ენერგომატარებლების იარაღად გამოყენების უფლება არ უნდა მიეცეს.

ორი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს აშშ-ის შფოთვები იმასთან დაკავშირებით, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, რომელიც ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია (აგებულია გაზსადენის 98%), გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და ამასთან შესაძლოა უკრაინა იმ სატრანზიტო მოსაკრებლის გარეშე დატოვოს, რასაც ქვეყანა ახლა იღებს რუსული გაზის საკუთარ ტერიტორიაზე გატარების სანაცვლოდ.

საბოლოოდ ისინი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ საჯაროვდება. თუმცა, წყაროს ინფორმაციით, გარიგება იძლევა შანსს, რომ გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები აღარ განახლდეს.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ გარიგება ასევე მოიაზრებს ორივე მხარის ვალდებულებას – უზრუნველყონ ინვესტიციების გაზრდა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში, რათა ახალი გაზსადენისგან მიყენებული ნებისმიერი ზარალის კომპენსაცია მოხდეს.

„ყველაფერი კარგად გამოიყურება. ველოდებით, რომ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დასრულდება“, — განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.

სხვა წყაროს თქმით, ორივე მხარე ახლოსაა შეთანხმებასთან, რომელიც ამერიკელი და უკრაინელი კანონმდებლების ყველა შეშფოთებას მოხსნის.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ ჩოლეტი კიევში უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს გერმანიასთან მოსალოდნელ გარიგებას.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ერთ-ერთი სადავო თემაა ვაშინგტონისა და ბერლინის ურთიერთობებში. გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ გაზსადენი უნდა დასრულდეს, ვინაიდან ეს ეკონომიკური პროექტია. იმავდროულად ბერლინი მოითხოვს, რომ უკრაინამ სატრანზიტო ქვეყნის როლი შეინარჩუნოს. ვაშინგტონი ეწინააღმდეგებოდა გაზსადენის მშენებლობას და ცდილობდა დაებლოკა პროექტი. რუსეთი ასევე აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კომერციული პროექტია და პოლიტიკური მოტივაცია არ გააჩნია.

52
თემები:
საერთაშორისო პანორამა (592)
ქალი მობილურ ტელეფონზე წერს შეტყობინებას

დადგინდა სამი სიტყვა, რომლებიც ქალის სიცრუეს გასცემს: მეცნიერული კვლევა

87
(განახლებულია 16:59 30.07.2021)
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მატყუარა მამაკაცის გამოვლენა უფრო ძნელია, ვიდრე მატყუარა ქალისა, და დაასახელეს ის სამი მთავარი სიტყვა, რომელსაც ქალი სიცრუის დროს იყენებს

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. აშშ-ის კორნელის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს სიტყვები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ქალი იტყუება. მათი ნაშრომი Arxiv-ის სამეცნიერო რესურსზეა გამოქვეყნებული.

მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 1703 ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგ კი სპეციალური მობილური დანართის სტატისტიკა შეისწავლეს, რომელიც გაგზავნილი შეტყობინებების „სიმართლეს“ აფასებდა.

გაირკვა, რომ მამაკაცების ეპისტოლარულ მეტყველებაში სიცრუის გარჩევა სიმართლისგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს იმიტომ, რომ „წრფელი“ გზავნილის სიგრძე „ცრუ“ გზავნილის სიგრძის ანალოგიურია და ძალზე ცოტა დამახასიათებელ მარკერ-სიტყვებს შეიცავს.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები გვირჩევენ, ფრთხილად ვიყოთ, თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელი სიტყვების „ალბათ“ და „რა თქმა უნდას“ გამოყენებას დაიწყებს.

რაც შეეხება მატყუარა ქალებს, მათი გამოცნობა ბევრად იოლი გამოდგა. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ქალი, რომელიც იტყუება, დიალოგში ხშირად იყენებს სიტყვებს: „შესაძლოა“, „მე“ და „მცდელობა“ — სხვადასხვა ფორმით. ამას გარდა, ქალების ცრუ ტექსტი, როგორც წესი, მართალზე გრძელია — 9,2 სიტყვა 8-ის წინააღმდეგ.

„დადგინდა, რომ ქალები სიცრუეზე მიმანიშნებელ სიტყვებს უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე მამაკაცები. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კაცებს თანამოსაუბრის შეცდომაში შესაყვანად საპირწონე ენობრივი არსენალი არ გააჩნიათ“, — აცხადებენ მეცნიერები.

მათი თქმით, ცრუ გამონათქვამების ლინგვისტური ანალიზისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ინდიკატორ სიტყვებს ქალის მეტყველებაში.

გარდა ზემოთქმულისა, სწავლულებმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ტყუილი — რა მიზნითაც უნდა იყოს ის ნათქვამი, ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.

ექსპერიმენტი, რომელშიც 18-დან 71 წლამდე ასაკის 110 ადამიანი მონაწილეობდა, 10 კვირა გრძელდებოდა. ჯგუფის ერთ ნახევარს დაევალა, რომ ამ ხნის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ ეთქვა ტყუილი, თუნდაც კეთილი განზრახვით; მეორე ნახევარს კი არანაირი სპეციალური ინსტრუქცია არ მიუღია — მათ უნდა ეცხოვრათ ისე და მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ მანამდე.

ცდის დასრულების შემდეგ სწავლულებმა ექსპერიმენტში მონაწილეთა მონაცემები გააანალიზეს და გააკეთეს დასკვნა, რომ „მართალი“ ჯგუფის წევრები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, ვიდრე „ჩვეულებრივი“ ჯგუფისა. უფრო მეტიც, „მართლებმა“ თავადვე განაცხადეს, რომ ამ ათი კვირის განმავლობაში პირადი ურთიერთობები ბევრად გაუუმჯობესდათ, ხოლო სოციალური ურთიერთობები მეტად სრულყოფილი გახდა.

87
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება

ორმა უძლიერესმა ტორნადომ შენობები ნაფოტებად აქცია ვიდეო პენსილვანიიდან

30
(განახლებულია 23:37 30.07.2021)
მსოფლიოს მასშტაბით სტიქიური კატაკლიზმები გრძელდება. უბედურების ზონაში ამჯერად პენსილვანია აღმოჩნდა, რომელსაც ორმა უძლიერესმა ტორნადომ გადაუარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტორნადომ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა შტატის ინფრასტრუქტურას.

დანგრეულია ათობით სახლი, ზოგი მათგანისგან კი მხოლოდ ნაფოტებიღა დარჩა. გრიგალმა გადააბრუნა ავტომობილები და ფესვიანად მოთხარა ხეები.

30
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

0
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

0