მოკლულია ბავშვისთვის თავის მოკვეთაში ეჭვმიტანილი: ოპერაცია საფრანგეთში

CC BY-SA 2.0 / Anne Jacko / Toulouse_policeჟანდარმერია
ჟანდარმერია - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
პოლიციამ ეჭვმიტანილის ბინაში ჯერ მოზარდის ტომარაში ჩადებული ცხედარი, შემდეგ კი აბაზანაში მოკვეთილი თავიც იპოვა.
თბილისი, 19 ივლისი − Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ ტარასკონში ადგილობრივი მცხოვრები მოკლა დაკავებისას, რომელიც 13 წლის მოზარდისთვის თავის მოკვეთაში იყო ეჭვმიტანილი, იუწყება გამოცემა Le Parisien. 
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები სავარაუდო მკვლელის კვალზე მაშინ გავიდნენ, როდესაც მარსელში მცხოვრებ, შინიდან გაქცეულ მოზარდს ეძებდნენ.
როგორც ირკვევა, პოლიციამ ბიჭის უთავო ცხედარი წუხელ იპოვა ტარასკონში (ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტი) ერთ-ერთ სახლში, ადგილობრივების შეტყობინების საფუძველზე. ცხედარი ტომარაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით მათ აბაზანაში მდგარ ვედროში ბავშვის მოკვეთილი თავიც იპოვეს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ნაწილობრივ შეჭმული იყო. 
32 წლის ეჭვმიტანილი სახურავის გავლით გაექცა პოლიციას, თუმცა სამი საათის შემდეგ ის მეზობელ ქალაქ არლიში შენიშნეს. მან პოლიციისგან მიმალვა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, მოკლულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. პოლიციიდან წყაროს ინფორმაციით, მას მოკლული ბავშვის ნაწილების შეჭმაც უცდია. პოლიციამ მის ბინაში სატანისტური კულტის ნივთებიც იპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0