გამოირჩა ექსტრაორდინალური უნარებით: აშშ-ის საზღვაო სპეცრაზმში პირველად ჩაირიცხა ქალი

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
გამოწერა
„ზღვის ლომების“ ახალი წევრი საიდუმლო ოპერაციების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეცდანიშნულების ხომალდის ოპერატორი გახდება
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების სამმართველომ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ლეგენდარული „ზღვის ლომები“, საკუთარ რიგებში ისტორიაში პირველად მიიღო ქალი, იუწყება CNN.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომლის ვინაობაც მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სახელდება, საიდუმლო ოპერაციების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეცდანიშნულების ხომალდის ოპერატორი გახდება.
როგორც აშშ-ის სპეცოპერაციების სამხედრო-საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელმა, კონტრ-ადმირალმა ჰოვარდმა აღნიშნა, მისმა ახალმა ხელქვეითმა „ექსტრაორდინალური“ უნარები გამოავლინა.
„იყო პირველი ქალი, რომელმაც სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეციალური საბრძოლო პროგრამის შესწავლა დაასრულა, განსაკუთრებული მიღწევაა. ჩვენ წარმოუდგენლად ვამაყობთ ახალი თანაგუნდელით... მან გამოავლინა ყველა ის გონებრივი უნარი და ლიდერული თვისება, რომლებიც ჩვენს ძალებში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი“, — აღნიშნა ჰოვარდმა.
გამოცემის ცნობით, წარსულში 18 ქალი ცდილობდა გამხდარიყო სპეცდანიშნულების სამხედრო ხომალდების ეკიპაჟების ან „ზღვის ლომების“ წევრი. აქედან თოთხმეტმა ვერ შეძლო პროგრამის დასრულება, სამი კი ჯერ ისევ მომზადების პროცესშია.
ყველა ახალი ამბავი
0