„თავი შეიკავეთ ძალის გამოყენებისგან“ – SCO ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

© REUTERS / OMAR SOBHANIშეიარაღებული მებრძოლები ავღანეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გორბანდის რაიონში
შეიარაღებული მებრძოლები ავღანეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გორბანდის რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების – ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნები ერთიან დემოკრატიულ ავღანეთს უჭერენ მხარს და მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან, ნათქვამია SCO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დუშანბეში შეხვედრაზე მიიღეს.
„დაბეჯითებით მოვუწოდებთ ავღანეთის კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისა და იმგვარი ნაბიჯებისგან, რომლებსაც დესტაბილიზაციისა და არაპროგნოზირებადი შედეგების გამოწვევა შეუძლია ავღანეთისა და SCO-ს ქვეყნების საზღვრებზე“, — ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს სურთ იხილონ ავღანეთი როგორც „დამოუკიდებელი, ნეიტრალური, ერთიანი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული სახელმწიფო“, ავღანეთში მშვიდობა და სტაბილურობა კი „არის SCO-ს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი“.
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ტრამპი ბრალს სდებს: ბაიდენი თალიბებს მილიარდობით დოლარის იარაღს უტოვებს
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ადასტურებენ მზადყოფნას, მომავალშიც განავითარონ თანამშრომლობა ავღანეთთან რეგიონში გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ტერორიზმისა და ნარკოდანაშაულის ყველა ფორმასა და გამოვლინებასთან ბრძოლაში, ერთიანად აღუდგნენ წინ „ორმაგ სტანდარტებს“ ამ ამოცანების გადაჭრისას“, — აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანეთში კონფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირებასა და თავად ავღანელთა ხელმძღვანელობით ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის განხორციელებას ალტერნატივა არ გააჩნია.
ამ დროისათვის ავღანეთში კვლავ მიმდინარეობს დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და „თალიბანს“ შორის. გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა უკვე დაიკავეს მნიშვნელოვანი სასოფლო ტერიტორიები და ახლა მსხვილ ქალაქებზე იწყებენ შეტევას. ქვეყანაში დესტაბილიზაცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც შეერთებულმა შტატებმა იქიდან საკუთარი ჯარები გაიყვანა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელების გასვლა ავღანეთიდან მათი მისიის წარუმატებლობად შეაფასა.
ყველა ახალი ამბავი
0