https://sputnik-georgia.com/20210714/mitovebulma-qalma-yofil-Seyvarebulze-SurisZieba-scada-252316071.html
მიტოვებულმა ქალმა ყოფილი შეყვარებულის ავტომობილით იძია შური
მიტოვებულმა ქალმა ყოფილი შეყვარებულის ავტომობილით იძია შური
Sputnik საქართველო
შეყვარებულის მიერ მიტოვებულმა ქალმა მოღალატე მამაკაცის დასჯის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა, თუმცა საბოლოოდ პოლიციის ხელში აღმოჩნდა 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T13:07+0400
2021-07-14T13:07+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0e/252316013_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_f23102b253012985fe7a53306333272e.jpg
თბილისი, 14 ივლისის — Sputnik. პოლიციამ ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავა, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში 50-ჯერ დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები Audi-ს მარკის ავტომობილით, წერს Global Times.გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის ქალაქ შაოსინში მოხდა. გაირკვა, რომ ავტომობილი ქალის ყოფილ შეყვარებულს, გვარად ციანს ეკუთვნოდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მიეტოვებინა გოგონა და სხვა ქალთან წასულიყო. ციანი იჯარით აქირავებდა ავტომობილს და ამიტომ არაფერი უეჭვია, როდესაც უცნობმა მამაკაცმა მიაკითხა მანქანის ორიოდე დღით საქირაოდ.სინამდვილეში დამქირავებელი მიტოვებული ქალის, ლუს ნაცნობი ყოფილა, რომელსაც ყოფილი შეყვარებული დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი. ისინი იჯარით აღებულ ავტომობილში ჩასხდნენ და ორი დღის განმავლობაში ხან წითელ შუქნიშანზე დადიოდნენ და ხან ორმაგ ღერძულა ხაზს კვეთდნენ. მოკლედ, ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ავტომობლის მფლობელ მოღალატე მამაკაცს რაც შეიძლება მეტი ჯარიმა მისვლოდა.ლუს სამწუხაროდ, შურისძიების გეგმა იდეალური არ გამოდგა. როდესაც წყვილი კიდევ ერთხელ ცდილობდა გადაჭარბებული სიჩქარის განვითარებას, პოლიციის პატრულმა გააჩერა და ორი დღის განმავლობაში დაგროვილი დარღვევები „ამოუყარა“.პოლიციამ შურისმაძიებელი წყვილი დააკავა. როგორც ლუს ახალმა ნაცნობმა განაცხადა, ავანტიურაში მონაწილეობას იმის გამო დათანხმდა, რომ ქალი მას რომანტიკულ პაემანს დაპირდა.გამორიცხული არ არის, რომ პოლიციამ მათ მხოლოდ ჯარიმის გადახდა არ აკმაროს.
https://sputnik-georgia.com/20200225/---------247818888.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0e/252316013_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_6cbfbc5996593f63efd312176fd74f60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მიტოვებულმა ქალმა ყოფილი შეყვარებულის ავტომობილით იძია შური
13:07 14.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) შეყვარებულის მიერ მიტოვებულმა ქალმა მოღალატე მამაკაცის დასჯის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა, თუმცა საბოლოოდ პოლიციის ხელში აღმოჩნდა
თბილისი, 14 ივლისის — Sputnik. პოლიციამ ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავა, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში 50-ჯერ დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები Audi-ს მარკის ავტომობილით, წერს
Global Times. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის ქალაქ შაოსინში მოხდა.
გაირკვა, რომ ავტომობილი ქალის ყოფილ შეყვარებულს, გვარად ციანს ეკუთვნოდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მიეტოვებინა გოგონა და სხვა ქალთან წასულიყო. ციანი იჯარით აქირავებდა ავტომობილს და ამიტომ არაფერი უეჭვია, როდესაც უცნობმა მამაკაცმა მიაკითხა მანქანის ორიოდე დღით საქირაოდ.
სინამდვილეში დამქირავებელი მიტოვებული ქალის, ლუს ნაცნობი ყოფილა, რომელსაც ყოფილი შეყვარებული დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი. ისინი იჯარით აღებულ ავტომობილში ჩასხდნენ და ორი დღის განმავლობაში ხან წითელ შუქნიშანზე დადიოდნენ და ხან ორმაგ ღერძულა ხაზს კვეთდნენ. მოკლედ, ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ავტომობლის მფლობელ მოღალატე მამაკაცს რაც შეიძლება მეტი ჯარიმა მისვლოდა.
ლუს სამწუხაროდ, შურისძიების გეგმა იდეალური არ გამოდგა. როდესაც წყვილი კიდევ ერთხელ ცდილობდა გადაჭარბებული სიჩქარის განვითარებას, პოლიციის პატრულმა გააჩერა და ორი დღის განმავლობაში დაგროვილი დარღვევები „ამოუყარა“.
პოლიციამ შურისმაძიებელი წყვილი დააკავა. როგორც ლუს ახალმა ნაცნობმა განაცხადა, ავანტიურაში მონაწილეობას იმის გამო დათანხმდა, რომ ქალი მას რომანტიკულ პაემანს დაპირდა.
გამორიცხული არ არის, რომ პოლიციამ მათ მხოლოდ ჯარიმის გადახდა არ აკმაროს.