სან-მარკოს მოედანი ვენეციაში

ვენეციაში საკრუიზო ლაინერები ვეღარ შევლენ: ახალი კანონი დამტკიცებულია

49
(განახლებულია 11:00 14.07.2021)
იუნესკომ კატეგორიულად მოითხოვა ვენეციის არხებში დიდი ხომალდების შესვლის აკრძალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია ქალაქის „შავ სიაში“ შეყვანით იმუქრებოდა

თბილისი. 14 ივლისი — Sputnik. დიდი  ზომის ხომალდები, მათ შორის საკრუიზო გემები, ვეღარ შეძლებენ ჯუდეკას არხში გავლასა და ვენეციის სან-მარკოს მოედნის წინ ცურვას. შესაბამისი კანონი უკვე დაამტკიცა იტალიის მინისტრთა კაბინეტმა, ნათქვამია მთავრობის საიტზე.

„ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისთვის, რომ დავიცვათ ვენეციის ბუნება, ლანდშაფტი და ასევე მისი მხატვრულ-კულტურული მთლიანობა“, — განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ენრიკო ჯოვანინიმ.

იტალიის კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ კი კანონს, რომელიც 1 აგვისტოდან შევა ძალაში, ისტორიული უწოდა.

  • დოკუმენტში აღინიშნება, რომ აკრძალვა ვრცელდება იმ ხომალდებზე, რომლებიც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც შეესაბამება: ტონაჟი — 25 ათას ტონაზე მეტი, სიგრძე — 180 მეტრი ან სიმაღლე 35 მეტრზე მეტი.

ამასთან კანონი ითვალისწინებს საკომპენსაციო ფონდის შექმნას იმ კომპანიებისა და მათი თანამშრომლებისთის, რომლებიც ახალი შეზღუდვების შედეგად დაზარალდებიან.

აღსანიშნავია, რომ ივნისში იუნესკომ მოითხოვა, დაუყოვნებლივ აკრძალულიყო დიდი საკრუიზო ლაინერების შესვლა ლაგუნაში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავდა ვენეციის „შავ სიაში“ შეყვანას. ამ ჩამონათვალში შედის მსოფლიო მემკვიდრეობის ის ობიექტები, რომლებსაც საფრთხე ემუქრება.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს წყაროზე დაყრდნობით, სწორედ ასეთმა ნეგატიურმა პერსპექტივამ აიძულა იტალიის მთავრობა, ემოქმედათ სწრაფად.

აღინიშნება, რომ COVID-19-ის პანდემიამდე ვენეციაში მილიონობით ტურისტი ჩადიოდა საკრუიზო ხომალდებით. ამგვარი ლაინერებისგან წარმოქმნილი ტალღები კი ზიანს აყენებდა შენობების ფუნდამენტებს და ლაგუნის ეკოლოგიას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

49
თემები:
საერთაშორისო პანორამა (592)

სიცილიის სანაპიროზე ღვინის ამფორებით დატვირთული ძველრომაული ხომალდი იპოვეს - ვიდეო

27
წყალქვეშა რობოტმა ფოტოები გადაუღო ჩაძირულ ხომალდს და ამფორებს, რომლებიც ჩვენს ერამდე მეორე საუკუნით თარიღდება

ხმელთაშუა ზღვაში, პალერმოს სანაპიროსთან ძელრომაული ხომალდი აღმოაჩინეს. ჩაძირულ გემს გადაქონდა ღვინის ამფორები.

ხომალდი ქალაქ იზოლა-დელა-ფემინის მახლობლად, 92 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

წყალქვეშა რობოტის საშუალებით, შესაძლებელი გახდა ხომალდის პირველი სურათების გადაღება.

სიცილიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა ბოლო წლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მისი დახმარებით, გაირკვევა, თუ როგორ ვაჭრობდა რომი ხმელთაშუა ზღვაში და როგორ იგებოდა იმ დროში ხომალდები.

ერთი კვირით ადრე იპოვეს კიდევ ერთი რომაული ხომალდი, რომელსაც ასევე ღვინო გადაქონდა. ის კუნძულ უსტიკას მახლობლად 70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. გემი ასევე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით.

27

ანტალია მზის გარეშე: ტყის ხანძრების ბოლმა ცა დაფარა - ფოტო

38
  • მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო
  • ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია
  • ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე
  • წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა
  • საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა
  • ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი
  • მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი
  • თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა
თურქეთის კურორტზე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ბოლო დღეებში საერთოდ აღარ გავს კურორტს. რეგიონში ტურისტული ექსკურსიები შეჩერებულია მანამ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება

თურქეთის სამხრეთში, ანტალიის მახლობლად, ანომალიურმა სიცხეებმა ტყის ხანძრები გამოიწვია.

ოთხშაბათს გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება მანავგათის ტყის ხანძრის შესახებ. ხანძრის ქრობაში მონაწილეობს ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა.

ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე. ხუთშაბათს მანავგათაში ხანძარზე კონტროლის დამყარება მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა 122.

38
  • მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო
    © REUTERS / Kaan Soyturk

    მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო

  • ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია
    © REUTERS / Twitter/@Onurburakcelik

    ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია

  • ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე
    © REUTERS / Kaan Soyturk

    ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე

  • წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა
    © REUTERS / Kaan Soyturk

    წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა

  • საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა
    © REUTERS / Kaan Soyturk

    საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა

  • ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი
    © REUTERS / Kaan Soyturk

    ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი

  • მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი
    © REUTERS / Twitter / @onurburakcelik

    მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი

  • თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა
    © REUTERS / Kaan Soyturk

    თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა

ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

0
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

0