ხანძარი

შემთხვევა გვირაბში: ავტობუსის მძღოლმა 25 ბავშვი დაწვას გადაარჩინა ვიდეო

110
(განახლებულია 21:49 13.07.2021)
იმ ავტობუსის მძღოლი, რომელსაც მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა, არ დაიბნა და ყველა ბავშვის გაყვანა შეძლო უსაფრთხო ადგილზე.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ავტობუსს, რომელსაც ბავშვები მიჰყავდა საზაფხულო ბანაკში, გვირაბში გასვლისას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მძღოლმა ყველა მგზავრის გადარჩენა შეძლო, იუწყება გაზეთი Corriere della Sera სახანძრო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იტალიის პროვინცია ლეკოში მოხდა, კომოს ტბის მახლობლად.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ავტობუსის მძღოლმა მოასწრო და სანამ ავტობუსს ცეცხლი მთლიანად მოედებოდა, სალონიდან 25-ვე ბავშვი ჩამოსვა და სამშვიდობოს გაიყვანა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა. სამედიცინო დახმარება მხოლოდ სამი ავტომობილის მძღოლს დასჭირდა, რომლებიც ავტობუსს უკან მიჰყვებოდნენ. ისინი წვის პროდუქტებით მსუბუქად მოიწამლნენ.

წინასწარი ინფორმაციით, აალება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია.  

​ცეცხლის ჩაქრობაზე გვირაბში ხუთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ავტობუსისგან მხოლოდ ლითონის ჩონჩხიღაა დარჩენილი, მის გარშემო კი ასფალტი სახანძრო ქაფის სქელი ფენითაა დაფარული.

110
თემები:
საერთაშორისო პანორამა (592)

სიცილიის სანაპიროზე ღვინის ამფორებით დატვირთული ძველრომაული ხომალდი იპოვეს - ვიდეო

27
წყალქვეშა რობოტმა ფოტოები გადაუღო ჩაძირულ ხომალდს და ამფორებს, რომლებიც ჩვენს ერამდე მეორე საუკუნით თარიღდება

ხმელთაშუა ზღვაში, პალერმოს სანაპიროსთან ძელრომაული ხომალდი აღმოაჩინეს. ჩაძირულ გემს გადაქონდა ღვინის ამფორები.

ხომალდი ქალაქ იზოლა-დელა-ფემინის მახლობლად, 92 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

წყალქვეშა რობოტის საშუალებით, შესაძლებელი გახდა ხომალდის პირველი სურათების გადაღება.

სიცილიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა ბოლო წლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მისი დახმარებით, გაირკვევა, თუ როგორ ვაჭრობდა რომი ხმელთაშუა ზღვაში და როგორ იგებოდა იმ დროში ხომალდები.

ერთი კვირით ადრე იპოვეს კიდევ ერთი რომაული ხომალდი, რომელსაც ასევე ღვინო გადაქონდა. ის კუნძულ უსტიკას მახლობლად 70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. გემი ასევე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით.

27

ანტალია მზის გარეშე: ტყის ხანძრების ბოლმა ცა დაფარა - ფოტო

38
  • მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო
  • ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია
  • ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე
  • წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა
  • საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა
  • ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი
  • მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი
  • თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა
თურქეთის კურორტზე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ბოლო დღეებში საერთოდ აღარ გავს კურორტს. რეგიონში ტურისტული ექსკურსიები შეჩერებულია მანამ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება

თურქეთის სამხრეთში, ანტალიის მახლობლად, ანომალიურმა სიცხეებმა ტყის ხანძრები გამოიწვია.

ოთხშაბათს გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება მანავგათის ტყის ხანძრის შესახებ. ხანძრის ქრობაში მონაწილეობს ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა.

ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე. ხუთშაბათს მანავგათაში ხანძარზე კონტროლის დამყარება მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა 122.

38
  • მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო
    © REUTERS / Kaan Soyturk

    მიუხედავად თურქეთის ცხელი კლიმატისა, +40 გრადუსი ნორმად არ მიიჩნევა. ამის გამო ანტალიის სხვადასხვა რაიონებში გაჩნდა ხანძრის კერები. ამის მიზეზი, სიცხის გარდა, ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლიც იყო

  • ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია
    © REUTERS / Twitter/@Onurburakcelik

    ხანძრის გამო, რეგიონში გაუქმდა ყველა ტურისტული ექსკურსია

  • ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე
    © REUTERS / Kaan Soyturk

    ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენებოდა ორი თვითმფრინავი, 19 ვერტმფრენი და 192 სახანძრო მანქანა. ოპერაციაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მეხანძრე

  • წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა
    © REUTERS / Kaan Soyturk

    წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 650 ჰექტარი ტყე გაანადგურა

  • საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა
    © REUTERS / Kaan Soyturk

    საკურორტო ქალაქის ცა ბოლმა დაფარა, რომლის ფენაც ჰაერში 50 კილომეტრზე გავრცელდა

  • ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი
    © REUTERS / Kaan Soyturk

    ქალაქ მანავგათში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი

  • მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი
    © REUTERS / Twitter / @onurburakcelik

    მეხანძრეებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ხანძრის სხვა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არსებობდა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სოფლები ევრენსექი, ენიქეი და ქალემლერი

  • თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა
    © REUTERS / Kaan Soyturk

    თურქეთის ხელისუფლება ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზებს იძიებს. ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეები დაისჯებიან, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფახრეთინ ალთუნმა

ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

0
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

0