პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ფულადი ჯილდო მიიღეს დეტალები

137
(განახლებულია 20:51 12.07.2021)
სამეფო ოჯახის წევრებმა, სკანდალურმა წყვილმა საქველმოქმედო ორგანიზაციისგან ფულადი ჯილდო მიიღეს. თუ რატომ, ნახეთ სტატიაში.

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Population Matters პრინც ჰარის და მის მეუღლეს მეგან მარკლს 500 ფუნტ სტერლინგს გადასცემს (695 აშშ დოლარს) მათი გადაწყვეტილებისთვის – აღარ იყოლიონ მეტი შვილი. ორგანიზაცია თვლის, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება. ამის შესახებ იუწყება ტელეარხი Sky News.

„მცირე ოჯახები ამცირებენ ჩვენს გავლენას დედამიწაზე და ყველა ჩვენს შვილს, მათ შვილებსა და მომავალ თაობებს ჯანმრთელ პლანეტაზე ცხოვრების მეტი შანსი ეძლევათ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციამ მადლობა გადაუხადა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ამ „განათლებული გადაწყვეტილების“ მიღების გამო და მიუთითა, რომ პატარა ოჯახი ასევე შეიძლება იყოს ბედნიერი ოჯახი.

მეუღლეებს შეუძლიათ ორგანიზაციისგან მიღებული თანხები გადასცენ მათთვის სასურველ ნებისმიერ საქველმოქმედო ორგანიზაციას, აღნიშნულია Population Matters-ის განცხადებაში.

ივნისის დასაწყისში პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მერე შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც სახელად ლილიბეტ დაიანა დაარქვეს.

გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.

137
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (73)
კრისტინა ტიმანოვსკაია

მოსაზრება: ტიმანოვსკაიას დემარშის ნამდვილი მიზეზები ტოკიოს ოლიმპიადაზე

5
ბელორუსმა მძლეოსანმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე ფინალამდე მირბენა ვერცერთ გაცხადებულ დისტანციაზე ვერ შეძლო, სამაგიეროდ მარტივად მოხვდა მსოფლიო მედიასაშუალებების პირველ გვერდებზე.

მაქსიმ ოგნენნი

ახალგაზრდა მორბენლის მონაწილეობით ნამდვილ სპორტულ ტრილერს მძლეოსნობის (და არა მარტო) მოყვარულები მთელ მსოფლიოში ადევნებენ თვალყურს. პოლიტიკა, რომელიც გამუდმებით უარყოფს რაიმე გავლენას ათლეტიკურ სამყაროზე, ვერც ამჯერად დარჩა გვერდზე. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ის რაღაცნაირად დიდი ხნის განმავლობაში იცდიდა ან თავს იკავებდა, სინდისი აწუხებდა ან თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ეპარებოდა. მაგრამ ვითარების „აღმაშფოთებლობა“ პოლიტიკას გულგრილს ვერ დატოვებდა.

რა მოხდა იქ, იდუმალ იაპონიაში, პანდემიის დროს ისტორიაში ერთადერთ თამაშებზე?  ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს? მოდით, გავერკვეთ და ჭეშმარიტება მოვძებნოთ. მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს ანდაზა, რომ ჭეშმარიტება ხმათა უმრავლესობით არ მტკიცდება.

ფაქტები და მხოლოდ ფაქტები

თანამედროვე მსოფლიოში ხშირად დიდი მნიშვნელობა და წონა მონაცემებსა და ფაქტებს კი არ აქვს, არამედ მონაწილე მხარეების რეაქციებს მათზე.  ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პერსონის სუბიექტურ, ემოციურ განცხადებებს არაფერი კავშირი არ აქვს ობიექტურობასთან. ამიტომ, ამ უკვე კლასიკურად ქცეულ ხაფანგში რომ არ მოვხვდეთ, მხოლოდ ფაქტებს დავეყრდნობით.

მაშ ასე: 30 ივლისს ტიმანოვსკაია 100 მეტრზე საკვალიფიკაციო გარბენზე გამოვიდა. ეს მისი პირველი დისტანციაა ორიდან, რომელზეც ტოკიოში უნდა გამოვიდეს. ოლიმპიადაზე ჩასვლისას წვრთნების დროს მიღწეული პირადი რეკორდების წარმოჩენით, კრისტინა მესამე ადგილს ცამეტი მეასედით ჩამორჩება და ნახევარფინალში ვერ გადის.   

როგორც თავად სპორტსმენმა ახსნა თავისი შედეგი, პირველი დისტანცია მას მეორისთვის — 200 მეტრიანისთვის სამზადისად აღიქვა. შეიძლება თუ არა სპორტსმენის დადანაშაულება, რომელიც ოფიციალური სტარტებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაში გამოტყდა, თითოეულის გადასაწყვეტია, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ.

ერთი დღის შემდეგ „სპორტული სოლიდარობის ბელარუსულმა ფონდმა“ გამოაცხადა, რომ ათლეტის ტოკიოდან იძულებით გაყვანას ცდილობენ. ამის მიზეზად ტიმანოვსკაიას მიერ ტრენერთა შტაბის კრიტიკა სახელდება, რომელსაც მისი 400 მეტრიან ესტაფეტაში ჩართვა სურდა. ამის შემდეგ ფონდმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომ კრისტინა ევროპისთვის აპირებდა თავშესაფრის თხოვნას.  

სწორედ ამ მომენტიდან მთავრდება ამ მართლაც სამწუხარო ისტორიის მთელი ფაქტობრივი ნაწილი. ტოკიოდან ათასობით კილომეტრით დაშორებული ფონდი არა მარტო საინფორმაციო მიზეზს ქმნის მსოფლიო მედიისთვის, რომლებიც, სიმართლე რომ ვთქვათ, მოწყენილია ხმამაღალი ისტორიების არარსებობის გამო, არამედ ერთი ფრაზით გადაჰყავს მომხდარი წმიდა სპორტული სიბრტყიდან პოლიტიკურში — უფრო მეტიც, საერთაშორისოში. 

ჩვენ ამას კიდევ დავუბრუნდებით. მხარეების რეაქცია ასევე იწვევს არაერთ კითხვას. მანამდე კი მხოლოდ ფაქტებზე, რომლებსაც ვერ გაექცევი, მიუხედავად იმისა, რომ ტიმანოვსკაია კარგად დარბის.

კრისტინა ნამდვილად გამოთქვამდა გაკვირვებას თავის სოციალურ ქსელებში ტრენერთა შტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაგრამ, რამდენადაც ჩვენ ვიცით, სპორტსმენის საქმე არ არის იმსჯელოს იმათ გადაწყვეტილებაზე, ვინც წვრთნის. ეს პრინციპში დაუშვებელია. თუ შენი მასწავლებლების აზრს ანგარიშს არ უწევ, მაშ, რატომღა ვარჯიშობ მათთან? და განა მათი დამსახურება არ არის, რომ ცხოვრების მთავარ სტარტზე შეგარჩიეს? ეს რიტორიკული კითხვებია.

მოგვიანებით, როდესაც ისტორიამ მსოფლიო მასშტაბი შეიძინა, ტიმანოვსკაიამ სოციალური ქსელებითვე სცადა განემარტა, რომ ის, მიუხედავად ყველაფრისა, რაღა თქმა ინდა, ირბენდა ესტაფეტას, რომ ყველა ძალას მოახმარდა იმას, რომ თავის გუნდს დახმარებოდა. მაშ, რაღატომ ამბობდი თავიდან, რომ უკმაყოფილო ხარ შენი გუნდში შეყვანის გადაწყვეტილებით? რატომ ხსნიდი ამას იმით, რომ ეს რაღაცნაირად შეგიძლიდა ხელს პროფილურ დისტანციებზე გამოსვლაში?

იმისათვის, რომ საბოლოოდ დავხუროთ სპორტსმენის ფიზიკური მდგომარეობისა და პირადი გარბენებისთვის ჰიპოთეტური ზიანის საკითხი, საკმარისია შეჯიბრების განრიგს ჩავხედოთ. კრისტინას 200 მეტრი ორშაბათს, 2 აგვისტოს უნდა ერბინა, ხოლო ესტაფეტა მხოლოდ 5 აგვისტოს საღამოს უნდა შემდგარიყო. ორი სრული დღე ძალების აღსადგენად, რათა საკუთარ გუნდს დახმარებოდა... მაგრამ გოგონამ აღშფოთება გადაწყვიტა.

ხოლო ზოგიერთების პასაჟები იმის შესახებ, რომ ტიმანოვსკაიას 200 მეტრიან დისტანციაზე მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა წაართვეს, მიმტევებელი ღიმილის მეტს არაფერს იწვევს. თუ კრისტინას შედეგებს გადავხედავთ წინა შეჯიბრებზე და კვალიფიკაციის შედეგებს შევადარებთ, ნახავთ, რომ ციფრები ტავად მეტყველებნ ყველაფერზე.

მედლებისთვის რომელ რეალურ ბრძოლაზე შეიძლება საუბარი, თუ ტიმანოვსკაიას ყველაზე დიდი მიღწევა — ეს 2019 წლის უნივერსიადაზე გამარჯვებაა. ტიმანოვსკაიას მიერ 200 მეტრზე ოფიციალურად დარეგისტრირებული საუკეთესო რეზულტატის —  22,78 წამის გათვალისწინებით, ის ვერცერთ ნახევარფინალში ვერ დაიკავებდა მეხუთე ადგილზე მაღალ პოზიციას. ანუ ფინალში ვერ გავიდოდა. არაფერი პირადული, მხოლოდ ციფრები.

მწვრთნელების სწორი გადაწყვეტილება

პროგრესული საზოგადოება, როგორც კი მედიასაშუალებებში სათაურები წაიკითხა, მაშინვე აღშფოთდა ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩამოეშორებინა სპორტსმენი შეჯიბრისთვის მისი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის საფუძველზე.

თუმცა ამაში აღსაშფოთებელი არაფერია. პირველი ფაქტი — თავად ტიმანოვსკაიას მართლაც ემოციური განცხადება სოციალურ ქსელში, მეორე — განცხადების შინაარსი.

სპორტსმენმა განცხადებაში მარტო უკმაყოფილება კი არ გამოთქვა ტრენერთა შტაბის გადაწყვეტილების გამო, არამედ დაადანაშაულა კიდეც  ხელმძღვანელობა ოლიმპიადისთვის არასწორ სამზადისში. არადა კრისტინას უნდა სცოდნოდა, რომ ყველაფერო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი წესების გამო მოხდა, რომლეთა თანახმად ბელორუს სპორტსმენებს ოლიმპიადის წინ დიდი რაოდენობით დოპინგ-ტესტი უნდა გაევლოთ, რისი გავლაც ვერ მოასწრეს.

თქვენ მხოლოდ წარმოიდგინეთ, როგორ ზის ოტელის ნომერში ბელორუს ტრენერთა შტაბი და პირდაღებული უსმენს თავიანთი სპორტსმენის აღიარებას. ამ შტაბში, უეჭველია, არიან ფსიქოლოგები, რომლებსაც ესმით, რომ სპორტსმენი აშკარად „წაიღო“ და არც თავისი მოგზაურობის სპორტულ შემადგენელზე ფიქრობს და არც რამე სხვაზე. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ტიმანოვსკაიას შინ დაბრუნება გადაწყდა.

ჭეშმარიტება არასდროსაა წმინდა

ოსკარ უაილდმა ჯერ კიდევ მეცრამეტე საუკუნეში თქვა, რომ ჭეშმარიტება იშვიათად არის არის წმინდა და არასდროსაა ერთმნიშვნელოვანი. ბელორუსი სპორტსმენის ისტორია ამ შეგონების სიბრძნეს ადასტურებს.

დავუბრუნდეთ იმას, რაც შემდეგ იყო. სპორტში მოვიდა პოლიტიკა. ქვეყნების ელჩების განცხადებები, ოლიმპიური კომიტეტის რეაქცია, ბელარუსიდან ტიმანოვსკაიას ოჯახის გამგზავრების თაობაზე ინფორმაცია, სპორტსმენისთვის ვიზის მიცემა, ყველა იმის კომენტარი, ვისაც ივლისის ბოლო დღეებამდე ტიმანოვსკაია საერთოდ არ აინტერესებდა — რა აღარ წავიკითხეთ ამ დღეებში.

სპორტი, რომელიც თავისი არსით პოლიტიკის მიღმა უნდა იდგეს, უნებურად იქცა პოლიტიკური ბატალიების არენად. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ არ დაუშვას ტიმანოვსკაია 200 მეტრზე გარბენში. გამოდის, რომ ტრენერთა შტაბის გადაწყვეტილება მართებულად აღიარეს. კრისტინას ემოციურ მდგომარეობას რაღაც დაემართა.

ახლა უკვე ცნობილია, რომ სპორტსმენი პოლონეთში გაემგზავრება, რომლის წინადადებაც სპორტსმენმა მიიღო. ახლა შეიძლება მშვიდად გაანალიზდეს სპორტსმენის პიროვნება და ის მიზეზები, რომლებმას მას ასეთი გადამჭრელი მოქმედებებისკენ უბიძგა.

და რას შეუძლია ყველაზე მეტი თქვას ადამიანის პიროვნებაზე თანამედროვე სამყაროში? რაღა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებს, საიდანაც დაიწყო კიდეც ყველაფერი. და რას ვხედავთ?

ოლიმპიადამდე ორი თვით ადრე კრისტინა ტიმანოვსკაიამ თავის ქმართან ერთად წამოიწყო მარათონი ერთ-ერთ პოპულარულ სოციალურ ქსელში. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სპორტსმენი ხელმომწერებს თავის ფორმაში მოყვანასა და სწორ კვებაზე გადასვლაში დახმარებას სთავა ზობდა. ფასები სხვადასხვანაირი იყო — ტარიფები ახლაც ხელმისაწვდომია კრისტინას პროფილზე.

მიუხედავად მოკრძალებული 20 ათასზე ცოტა მეტი ხელმომწერისა, ტიმანოვსკაია თამამად სთავაზობს პუბლიკას სხვადასხვა საქონელსა და სერვისებს, რომლებიც ყოველთვის სპორტს არ უკავშირდება.

კრისტინას არავინ კიცხავს იმისთვის, რომ ფულის შოვნის სურვილი აქვს. მაგრამ ჩვენ ოლიმპიურ თამაშებზე ვლაპარაკობთ და მისთვის სწორად მომზადებაზე. ადანაშაულებს რა მწვრთნელებს, ტიმანოვსკაიას აბსოლუტურად ნორმალურად მიაჩნია ის, რომ თავის შინაგან ენერგიას არა მარტო თავისი სპორტული ფორმისკენ, არამედ სხვების დახმარებისკენ მიმართავდა. ვერაფერს იტყვი, მართლაც დიდსულოვნებაა.

მაგრამ ეს სპორტია. ეს ოლიმპიადაა. სპორტსმენები მე დიასაშუალებებთან ურთიერთობაზე ამბობენ უარს, სოციალურ ქსელებში აღარ ჩნდებიან, მთლიანად იძირებიან საკუთარ თავებში, რათა ერთხელაც არენაზე გამოვიდნენ და აჩვენონ, რა შეუძლიათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას სხვადასხვა  შესაძლებლობები და საკუთარი ზღვარი აქვს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

5
ტყის ხანძარი

ტყის ხანძრები სიცილიაზე: პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა

28
(განახლებულია 18:47 03.08.2021)
პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი წამკიდებელი 80 წლის სიცილიელი მოხუცია, ხოლო მეორე - 25 წლის ალბანელი ახალგაზრდა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა სიცილიაზე ორი პირი დააკავეს, რომლებიც ენას პროვინციაში ტყეში ცეცხლის გაჩენას ცდილობდნენ, იუწყება ადგილობრივი გამოცემა La Sicilia სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის წამკიდებლები ფაქტზე დაიჭირეს ნებროდის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ბუჩქებისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. ეს ორი ფერმერი აღმოჩნდა — 80 წლის სიცილიელი და 25 წლის ალბანელი მამაკაცი.

 ოფიცრებმა ბოროტგანმზრახველები გზის პატრულირებისას შენიშნეს, რომელიც ორ დიდ პროვინციას აკავშირებს ერთმანეთთან. მამაკაცებმა მიმალვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათი დაკავება შეძლო. მათ თან აღმოაჩნდათ საწვავი სითხით სავსე ავზები და სანთებელები.

პოლიციის მონაცემებით, ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ცეცხლის წამკიდებელი დააკავეს სიცილიის სხვა რაიონში.

ტყის უძლიერესი ხანძრები კუნძულზე ივლისის შუა რიცხვებიდან მძვინვარებს. ადგილობრივმა საგანგებო სამსახურებმა 37 ათასზე მეტი ოპერაცია ჩაატარეს ცეცხლის კერების ლიკვიდაციის კუთხით.  

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხანძრების უმეტესობა ადამიანის განზრახ ან უნებლიე ქმედებების შედეგია, ხოლო თვითაალება უკიდურესად იშვიათად ხდება.

28
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0