Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რა ქონებას ფლობენ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი?

© AFP 2024 / DANIEL LEAL-OLIVASმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უარი თქვეს სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, მათ სამეფო ძვირფასეულობაზე წვდომაც დაკარგეს.
მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ისინი სამეფო ოჯახის ცხოვრებას ნაწილობრივ ჩამოშორდებოდნენ და ფინანსური დამოუკიდებლობის მიზნით იმუშავებდნენ, გაჩნდა კითხვები, თუ რამდენს შეადგენს სამეფო წყვილის ამჟამინდელი ქონება და საიდან აქვთ მათ შემოსავალი.
პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
პრინცი ჰარი ფსიქიკურად დაავადდა? – ახალი დეტალები
როგორც ბრიტანული გამოცემა Standard-ი წერს, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ერთობლივი ქონება ამჟამად დაახლოებით 33 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
როგორც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრები, მეგანი და ჰარიც შემოსავლის 5%-ს იღებენ ე.წ. სუვერენული გრანტის სახით, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტიდან სამეფო ოჯახს ყოველწლიურად გადაეცემა. დანარჩენ 95%-ს კი ისინი იღებენ კორნუოლის საგრაფოსგან, რომელიც ჰარის მამის, პრინც ჩარლზის კერძო მამულებს წარმოადგენს. როგორც ბრიტანული მედია წერს, სამეფო ოჯახის სრულფასოვანი ცხოვრებისგან დისტანცირების შემდეგ ჰარი და მეგანი ე.წ. სუვერენულ გრანტს აღარ მიიღებენ.
ელიზაბეტ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ელისაბედ მეორემ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ინგლისში ერთი პირობით მიიწვია – დეტალები
აღსანიშნავია, რომ ვიდრე მეგანი პრინცს გაჰყვებოდა ცოლად, საკმაოდ წარმატებული მსახიობი იყო. ხელფასი კი ექვსნიშნა ჰქონდა, მაგალითად, სერიალ Suits-ში მონაწილეობისთვის. პრინცი ჰარიც გამოიმუშავებდა გარკვეულ თანხას, მას ასევე მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც აქვს.
როგორც გამოცემა Independent-ი იტყობინება, სასექსის ჰერცოგინიას ქონება გათხოვებამდე 3,8 მილიონ ფუნტს შეადგენდა. იგი სერიალ Suits-ის ასზე მეტ ეპიზოდში მონაწილეობს. თითო ეპიზოდში კი მეგანი 37.000 ფუნტს გამოიმუშავებდა. მისი წლიური ანაზღაურება 333.000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
გარდა ამისა, მეგან მარკლი რამდენიმე სხვა ფილმშიც მონაწილეობდა. 2010 წლის ფილმში Remember Me მეგანმა 140.000 ფუნტი გამოიმუშავა, ფილმში The Candidate კი 130.000 ფუნტი.
„პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იყრებიან...“ – პრინცი ენდრიუს საყვარლის წინასწარმეტყველება>>>
გარდა სამსახიობო კარიერისა, მეგანს შემოსავალი ჰქონდა ასევე კანადური ტანსაცმლის ბრენდის Reitmans-სგან. ამასთან, მარკლი 2014-დან 2017 წლამდე აწარმოებდა ბლოგს The Tig, საიდანაც იგი წლის განმავლობაში 61.000 ფუნტ სტერლინგზე მეტს გამოიმუშავებდა.
რაც შეეხება პრინც ჰარის ქონებას, იგი დაახლოებით 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, ისევე, როგორც მისი ძმის, პრინც უილიამის ქონება. ჰარიმ ქონების უმეტესი ნაწილი დედისგან - პრინცესა დიანასგან და ბებიის დედისგან ელისაბედ ბოუზ-ლაიონისგან მიიღო. როგორც ცნობილია, დედოფალ ელისაბედის დედას 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჰქონდა ფონდში განთავსებული თავისი შვილთაშვილებისთვის. სწორედ მისგან პრინცმა ჰარიმ, ისევე, როგორც უილიამმა 14-14 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა მიიღეს.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
პრინცი ჰარი ინგლისში მეგან მარკლის გარეშე გაემგზავრა – პაპარაცებმა ის აეროპორტში გადაიღეს
როგორც CNN წერს, მეგანის და ჰარის კერძო, არაოფიციალური მოგზაურობების ხარჯებს ამ დრომდეც და მომავალშიც თავად წყვილი დაფარავს. მათი ოფიციალური ვიზიტები მომავალში კვლავ ე.წ. სუვერენული გრანტიდან დაფინანსდება. ასევე მათ უსაფრთხოებაზე კვლავ ბრიტანეთის მთავრობა იზრუნებს, ვინაიდან წყვილი საერთაშორისო დონეზე დაცვის საჭიროების მქონედ მიიჩნევა.
2020 წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.
მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უარი თქვეს სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, მათ სამეფო ძვირფასეულობაზე წვდომაც დაკარგეს. მეგან მარკლს მოსთხოვეს, დაუბრუნოს დედოფალს არა მარტო ის სამკაულები, რომლებითაც მონარქის თანხმობით სარგებლობდა, არამედ ყველა საჩუქარიც. ერთ-ერთი ასეთია ბეჭედი ცისფერი ძვირფასი თვლით, რომელიც მეგანს სამეფო ოჯახის წევრზე, პრინცზე ქორწინების შემდეგ გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0