ერთ-ერთი ვაქცინით აცრის შემდეგ ქალებს მკერდი ეზრდებათ: სპეციალისტები მიზეზებს განმარტავენ

© Pixabay / VViktorკარგი აღნაგობის ქალი
კარგი აღნაგობის ქალი  - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
ნორვეგიის წამლების სააგენტოს სპეციალისტის თქმით, მკერდის ზრდას ვაქცინაციის შემდეგ იღლიებში ლიმფური კვანძების გადიდება იწვევს.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ნორვეგიაში ვაქცინა Pfizer-ით აცრილი ქალების ნაწილს მკერდის ზრდა დაეწყო, იუწყება პორტალი NRK.
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
სარტყლისებური ლიქენი შეიძლება კოვიდ-ვაქცინაციის გვერდითი ეფექტი იყოს: მეცნიერული კვლევა
გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი უცნაური რეაქციის თაობაზე პირველმა სოციალურ ქსელებში 17 წლის ემამ დაწერა, რომელმაც ვაქცინირებიდან ორი კვირის თავზე შენიშნა, რომ ერთი ზომით დიდი ბიუსტჰალტერი ესაჭიროებოდა.
„ეს ჩემთვის ერთგვარი კრიზისი იყო. დამჭირდა შემეძინა ერთი ზომით დიდი ბიუსტჰალტერი“, — წერდა ემა TikTok-ზე.
პოსტის კომენტარებიდან გაირკვა, რომ ანალოგიური სიტუაცია ჰქონდა არაერთ სხვა ქალსაც.
როგორც ექიმ ჰენრიხ ბაკმანს მიაჩნია, აღწერილ სიმპტომებს შესაძლოა სრულიად ბუნებრივი მიზეზი ჰქონდეს: აცრის შემდეგ ლიმფური კვანძები დიდდება და ამის გამო მკერდიც იმატებს მოცულობაში.
„ვაქცინირებული ქალების დაახლოებით 10%-ს იღლიებში ლიმფური კვანძები უდიდდებათ. ამის გამო მკერდი ცოტა წინ იწევს და გვეჩვენება, რომ ის გაიზარდა“, — განმარტა ნორვეგიის წამლების სააგენტოს სპეციალისტმა სტეინარ მადსენმა.
ამასთან, მისი თქმით, ეს დროებითი მოვლენაა და მალევე ქრება.
Pfizer-ის ნორვეგიულ წარმომადგენლობაში ირწმუნებიან, რომ მათთვის ცნობილი არ არის მსგავსი გვერდითი ეფექტების შესახებ ქალებში, თუმცა ვაქცინის შემქმნელები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი შემთხვევები მართლაც ხდებოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0