https://sputnik-georgia.com/20210709/megan-markli-princi-hari-252262808.html
„ნუთუ მართლა დავუშვი ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა?“ – მეგან მარკლი
„ნუთუ მართლა დავუშვი ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა?“ – მეგან მარკლი
Sputnik საქართველო
გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს... 09.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-09T15:00+0400
2021-07-09T15:00+0400
2023-07-20T15:42+0400
ეს საინტერესოა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251961743_0:196:1913:1278_1920x0_80_0_0_5bbbd569e9860c451f6b8c27bc41e077.jpg
ბრიტანეთში სამეფო ოჯახის განხეთქილების მიზეზებს დღემდე აქტიურად განიხილავენ. მას შემდეგ, რაც მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ხმაურიანი და სკანდალური წყვილი სასახლიდან წავიდა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, ამ თემაზე მსჯელობა არ წყდება. თაყვანისმცემლებმა ამ ისტორიის შესახებ შექმნეს საგა და მას „სასახლიდან გაქცევა“ უწოდეს.საგა არა მხოლოდ წყვილის ურთიერთობის დეტალებს, არამედ ექსპერტიზის დასკვნებსა და სხვა ცნობებსაც ეყრდნობა. სიუჟეტის მთავარი გმირები კი, მეგანსა და ჰარისთან ერთად, ელისაბედ მეორე, კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამიც არიან. საგაში პრინცის როლი ჯორდან დიმმა შეასრულა: „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოლი და შვილი დავიცვა“, – ამბობს მისი გმირი.რეჟისორებმა აჩვენეს დიალოგი, რომელიც, მათი აზრით, კეიტ მიდლტონსა (ლორა მიტჩელს) და მეგან მარკლს (სიდნეი მორტონი) შორის შეიძლება გამართულიყო. „ამ ცხოვრებას ჩვენ თვითონ მოვაწერეთ ხელი, მარტივი აქ არაფერი იქნება“, – ამბობს კეიტის პერსონაჟი, ხოლო მეგანი პასუხობს, რომ მას უბრალოდ უნდოდა დედოფალს მისით ეამაყა.საგაში აღწერილია პრინც უილიამის ფიქრები, რომელიც ამბობს, რომ მონარქიას ბრიტანეთში საფრთხე ემუქრება, ხოლო ელისაბედის პერსონაჟი ამტკიცებს, რომ მონარქია ყოველთვის იარსებებს.თიზერის ბოლოს მეგან მარკლის პერსონაჟი სვამს კითხვას: „ნუთუ მართლა დავუშვი ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა?!“ როგორც რეჟისორები ამბობენ, საგაში სამეფო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრები არ გამოჩნდებიან, თუმცა ეს სცენარს საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან ოპრა უინფრის შოუში მეგანმა და ჰარიმ ძალიან ბევრი აქამდე უცნობი დეტალი გაამჟღავნეს.გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/08/251961743_0:76:1913:1278_1920x0_80_0_0_e537ef956c967b450ad44a51b1c5d1f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეს საინტერესოა, მსოფლიოს ახალი ამბები
„ნუთუ მართლა დავუშვი ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა?“ – მეგან მარკლი
15:00 09.07.2021 (განახლებულია: 15:42 20.07.2023) გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს.
ბრიტანეთში სამეფო ოჯახის განხეთქილების მიზეზებს დღემდე აქტიურად განიხილავენ. მას შემდეგ, რაც მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ხმაურიანი და სკანდალური წყვილი სასახლიდან წავიდა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, ამ თემაზე მსჯელობა არ წყდება. თაყვანისმცემლებმა ამ ისტორიის შესახებ შექმნეს საგა და მას „სასახლიდან გაქცევა“ უწოდეს.
საგა არა მხოლოდ წყვილის ურთიერთობის დეტალებს, არამედ ექსპერტიზის დასკვნებსა და სხვა ცნობებსაც ეყრდნობა. სიუჟეტის მთავარი გმირები კი, მეგანსა და ჰარისთან ერთად, ელისაბედ მეორე, კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამიც არიან. საგაში პრინცის როლი ჯორდან დიმმა შეასრულა: „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოლი და შვილი დავიცვა“, – ამბობს მისი გმირი.
რეჟისორებმა აჩვენეს დიალოგი, რომელიც, მათი აზრით, კეიტ მიდლტონსა (ლორა მიტჩელს) და მეგან მარკლს (სიდნეი მორტონი) შორის შეიძლება გამართულიყო. „ამ ცხოვრებას ჩვენ თვითონ მოვაწერეთ ხელი, მარტივი აქ არაფერი იქნება“, – ამბობს კეიტის პერსონაჟი, ხოლო მეგანი პასუხობს, რომ მას უბრალოდ უნდოდა დედოფალს მისით ეამაყა.
საგაში აღწერილია პრინც უილიამის ფიქრები, რომელიც ამბობს, რომ მონარქიას ბრიტანეთში საფრთხე ემუქრება, ხოლო ელისაბედის პერსონაჟი ამტკიცებს, რომ მონარქია ყოველთვის იარსებებს.
თიზერის ბოლოს მეგან მარკლის პერსონაჟი სვამს კითხვას: „ნუთუ მართლა დავუშვი ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა?!“ როგორც რეჟისორები ამბობენ, საგაში სამეფო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრები არ გამოჩნდებიან, თუმცა ეს სცენარს საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან ოპრა უინფრის შოუში მეგანმა და ჰარიმ ძალიან ბევრი აქამდე უცნობი დეტალი გაამჟღავნეს.
გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.