Google ქსელში ძიების წესებს ცვლის – ინერგება ახალი ტექნოლოგია

© AP Photo / Jeff Chiuკომპანია Google
კომპანია Google - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ახალი ტექნოლოგია 75-ზე მეტ ენაზე გასცემს ინფორმაციას და ბევრად ზუსტად უპასუხებს იუზერების მოთხოვნებს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კომპანია Google საძიებო ალგორითმში ახალ ტექნოლოგიას — „მრავალამოცანიან უნიფიცირებულ მოდელს“ (MUM) ნერგავს, ნათქვამია კორპორაციის ოფიციალურ ბლოგზე.
Google - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
„გუგლმა“ მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ენა იპოვა და ბოდიში მოიხადა
ტექნოლოგია MUM რთულ საძიებო მოთხოვნებზე მუშაობს და ბევრად უფრო ზუსტ ცნობებს იძლევა დიდი რაოდენობით წყაროზე დაყრდნობით. ტექნოლოგია ერთდროულად ამუშავებს ტექსტს, ვიზუალურ და აუდიოკონტენტებს. მაგალითად, საძიებო სისტემას შეუძლია პასუხი გაგცეთ მოთხოვნაზე: „დღეს ადამსის მთაზე ავედი, ერთი წლის შემდეგ კი ფუძის მთაზე ვაპირებ ასვლას, როგორ მოვემზადო“. ასეთ შემთხვევაში Google შეადარებს ორივე მთის სიმაღლეს საშუალო ტემპერატურას, საფეხმავლო ბილიკების სირთულეს და შეარჩევს ასვლისთვის ვარგის აღჭურვილობას.
როგორც კორპორაციაში აცხადებენ, MUM-ი მომხმარებელს თავს არ მოახვევს ამა თუ იმ ინფორმაციას, ხოლო თავად ტექნოლოგია ცენზურის ინსტრუმენტი არ გახდება.
ახალი ტექნოლოგია, რომელიც 75-ზე მეტ ენაზე გასცემს ინფორმაციას, სრულფასოვნად რამდენიმე წელიწადში ამუშავდება.
ყველა ახალი ამბავი
0