სი ცზინპინი: ჩინეთმა თავისი არმია მსოფლიო კლასის შეიარაღებულ ძალად უნდა აქციოს

© photo: Sputnik / Brian Smith / გადასვლა მედიაბანკშისი ცზინპინი
სი ცზინპინი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ჩინეთმა კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლისთავი იზეიმა, გრანდიოზულ ღონისძიებაზე შეკრებილებს ქვეყნის ლიდერმა სიტყვით მიმართა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ჩინეთმა თავისი სახალხო-განმათავისუფლებელი არმია მსოფლიო კლასის შეიარაღებულ ძალად უნდა აქციოს, განაცხადა ქვეყნის ლიდერმა სი ცზინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილეზე, რომელიც ქვეყანამ 30 ივნისს იზეიმა.
„აუცილებელია დაჩქარდეს ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია. ძლიერ ქვეყანას ძლიერი არმია უნდა ჰყავდეს. მხოლოდ ძლიერ არმიას შეუძლია უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება“, — აღნიშნა ქვეყნის ლიდერმა.
მისი თქმით, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია კვლავაც რჩება „წითელი ხელისუფლების“ მტკიცე საყრდენად, რომელმაც „ახალ გზაზე სრულად უნდა განახორციელოს პარტიის იდეა არმიის განმტკიცების შესახებ ახალ ეპოქაში“. 
ამასთან სი ცზინპინს მიაჩნია, რომ პარტიამ აბსოლუტური ლიდერობა უნდა შეინარჩუნოს არმიაზე და აქციოს ის „მსოფლიო კლასის არმიად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა კიდევ უფრო ძლიერი უნარებითა და უფრო საიმედო საშუალებებით“.
სი ცზინპინმა ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა კომუნისტური პარტიის XIX ყრილობაზე, რომ ჩინეთი საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას გეგმავს 2035 წლისთვის, რათა ის სრულიად შეესაბამებოდეს თანამედროვეობის გამოწვევებსა და ახალი დროის მოთხოვნებს.
ყველა ახალი ამბავი
0