ელისაბედ მეორემ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ინგლისში ერთი პირობით მიიწვია – დეტალები

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიელიზაბეტ მეორე
ელიზაბეტ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრისთან ვრცელ ინტერვიუში სამეფო კარზე არსებული განხეთქილების მიზეზებზე ისაუბრეს.

2022 წელს ლონდონში ერთდროულად გაიმართება რამდენიმე მასშტაბური დღესასწაული: ელისაბედ II აღნიშნავს პლატინის იუბილეს – სამეფო ტახტზე მისი მეფობის 70 წლისთავს, აგრეთვე 96 წლის დაბადების დღეს. სამეფო ოჯახის ახლო წყაროების თანახმად, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სტუმრების სიაში არიან.

Mail on Sunday იუწყება, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია აპირებენ მონაწილეობა მიიღონ „ჯარისკაცთა ფერის აღლუმში“, რომელიც საიუბილეო დღესასწაულების ნაწილი იქნება. უცნობია, იდგებიან თუ არა ისინი ბუკინგემის სასახლის აივანზე ელისაბედ II-ისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

წელს და შარშან მასშტაბური აღლუმი გაუქმდა რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო. ბუკინგემის სასახლეში არსებული სოციალური მედიის ცნობით, 2022 წელს ყველა ღონისძიება ჩატარდება გრაფიკის შესაბამისად. წინა წლებში ასეთ ღონისძიებებზე სამეფო ოჯახის ყველა წევრის ყოფნა სავალდებულო ტრადიცია იყო.

ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილე პირთა სია შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს და მხოლოდ ოჯახის წევრებით შემოიფარგლოს, რასაც თავადი ჩარლზი აქტიურად ემხრობა. ჯერ არ არის ცნობილი, დარჩებიან თუ არა მეგანი და ჰარი „ფავორიტების სიაში“.

სასახლის წყაროდან ირკვევა: „არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თუ რამდენ ადამიანს შეუძლია აივანზე ყოფნა. ნამდვილად, დედოფლის გვერდით ასეთ მომენტში უნდა იყვნენ ისინი, ვინც ასრულებს თავის სამეფო მოვალეობებს. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ყოფნა იქ დიდ კითხვას იწვევს”.

2012 წელს პრინცი ენდრიუ უკვე გახდა ასეთი „წმენდის მსხვერპლი“. წყაროების თანახმად, მისი სახელი თავად პრინცმა ჩარლზმა ამოშალა. უმცროს ვაჟთან რთული ურთიერთობისა და სამეფო ოჯახის მიერ მეგანისა და ჰარის განმეორებითი ბრალდების გათვალისწინებით, მათ შეიძლება აივანზე ადგილი არ ჰქონდეთ.

ელისაბედ II-ის 70 წლის მეფობის აღსანიშნავი დღესასწაულები გაგრძელდება 2022 წლის განმავლობაში, მაგრამ მთავარი მოვლენა 2-5 ივლისის პერიოდში შაბათი-კვირა იქნება.

გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0