ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს

© photo: Sputnik / Pool / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან პუტინს უთხრა, რომ აშშ-ის დღის წესრიგი მიმართულია არა რუსეთის ან ვინმე სხვის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისკენ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უნდა იყოს პროგნოზირებადი და სტაბილური.

„პრეზიდენტი პუტინი და მე ვიზიარებთ ორ ძლევამოსილ და ამაყ ქვეყანას შორის ურთიერთობების მართვის უნიკალურ პასუხისმგებლობას. ურთიერთობების, რომლებიც უნდა იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი“, - აღნიშნა ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ლიდერებს შორის პირად შეხვედრას ვერაფერი შეცვლის, ამიტომაა ის აუცილებელი.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

ბაიდენის თქმით, მან პუტინს უთხრა, რომ აშშ-ის დღის წესრიგი არ არის მიმართული რუსეთს წინააღმდეგ.

„პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის მიმართული რუსეთის და ვინმე სხვის წინააღმდეგ. ის მიმართულია ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისკენ. პანდემიასთან ბრძოლა, ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, ურთიერთობების აღდგენა მთელ მსოფლიოში მოკავშირეებთან და მეგობრებთან და ამერიკელი ხალხის დაცვა - ეს არის ჩემი, როგორც პრეზიდენტის, პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

ყველა ახალი ამბავი
0