თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ბაქოში ჩავიდა

© AP Photo / POOLრეჯეფ ერდოღანი
რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
გამოწერა
გამოვა თუ არა სიტყვით მილი მეჯლისში ერდოღანი, მას შემდეგ გახდება ნათელი, რაც ის ბაქოს კონტროლქვეშ გადასულ ქალაქ შუშას ეწვევა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი გუშინ, გვიან ღამით აზერბაიჯანში ჩავიდა. ბაქოს ცენტრში მდებარე სასტუმროსთან, რომელშიც მაღალი რანგის სტუმარი განათავსეს, უსაფრთხოების სამსახური მორიგეობს.

ერდოღანსა და მის მეუღლე ემინეს აეროპორტში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე აგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰალაფ ჰალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

თურქეთის ლიდერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება აზერბაიჯანელ კოლეგას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ეწვევა ქალაქ შუშას (რომელიც ყარაბაღის ბოლო ესკალაციის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა) და ასევე დაესწრება თურქეთი–უელსის საფეხბურთო მატჩს ევრო 2020-ის ფარგლებში.

რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
წყაროს ინფორმაცია: ერდოღანი აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოვა

გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ ერდოღანი მილი მეჯლისშიც გამოვიდეს სიტყვით. როგორც „Sputnik–აზერბაიჯანი“ წერს დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე დაყრდნობით, ბაქოში ვიზიტისას ერდოღანი ჩვეულებისამებრ სტუმრობს ხოლმე პარლამენტს, თუმცა ამჯერად საკითხი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული და ეს მხოლოდ შუშაში თურქეთის ლიდერის ვიზიტის შემდეგ გახდება ნათელი.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილჰამ ალიევი ოფიციალურ დახვედრას სწორედ შუშაში მოუწყობს რეჯეფ ერდოღანს, სადაც მოეწერება კიდეც ხელი დოკუმენტებს.

ყველა ახალი ამბავი
0