ხალხი ოთხდღიან სამუშაო კვირას აპროტესტებს: საბერძნეთში დემონსტრაციები დაიწყო

© Photo: BruceEmmerling / Pixabayპროტესტის ნიშნად აწეული ხელი
პროტესტის ნიშნად აწეული ხელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფკავშირული ორგანიზაცია შიშობს, რომ ახალი კანონი მშრომელებს სიცოცხლეს ჯოჯოხეთად უქცევს.

თბილისი, 11 ივნისი − Sputnik. საბერძნეთის მოსახლეობამ საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო შრომის ბაზრის რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც, მთავრობის შეთავაზებით, სამუშაო კვირის შემცირებას ითვალისწინებს, იუწყება სააგენტო Bloomberg.

​გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი აქციაა ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან.

კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მომდევნო კვირაში უნდა უყაროს კენჭი, სამუშაო კვირა ოთხ დღემდე შემცირდება, თუმცა გაიზრდება სამუშაო დღის ხანგრძლივობა.

რიალის სასახლე მადრიდში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
ოთხდღიანი სამუშაო კვირა ევროპაში შესაძლოა რეალობად იქცეს

გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთში ევროპის მასშტაბით უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონეა, ქვეყნის პროფკავშირები შიშობენ, რომ დამსაქმებლები ექსპლუატაციას გაუწევენ თანამშრომლებს, რომლებსაც შვებულების მიღება გაუჭირდებათ.

„კანონმდებლობა მშრომელთა ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს“, – აცხადებს საბერძნეთის უდიდესი პროფკავშირული ორგანიზაცია GSEE.

გამოცემის ცნობით, გაფიცვებმა ქვეყნის ბევრი სფერო მოიცვა, მათ შორის – ტრანსპორტის. საბერძნეთში, რომელმაც სულ ახლახან გახსნა საზღვრები ტურისტებისთვის, არ მოძრაობს მატარებლები, ხოლო გემები პორტებიდან არ გადიან. მოსალოდნელია, რომ გაფიცვებში ჩაერთვებიან ექიმები, მასწავლებლები და სასამართლოს მოხელეები. 

ყველა ახალი ამბავი
0