ანადგურებს საშიშ სუპერინფექციებს: მეცნიერებმა იაფი საშუალება დაასახელეს

CC0 / Pixabay / luvqs / მეცნიერი მიკროსკოპთან
მეცნიერი მიკროსკოპთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს, რომ ეს ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება ანტიბიოტიკებისადმი მედეგი ბაქტერიების „ჯავშანში“ აღწევს და სუპერინფეციებს ანადგურებს.

თბილისი, 10 ივნისი − Sputnik. თევზის ქონში შემავალი ცხიმმჟავები არის მარტივი და უსაფრთხო კვებითი დანამატი, რომელიც ეფექტურად ზრდის ანტიბიოტიკების მოქმედებას ყველაზე ძლიერი ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ, ნათქვამია ჟურნალ mBio-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

ანტიბიოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2019
გაერო: ანტიბიოტიკებისადმი მედეგი ბაქტერიები ყოველწლიურად 10 მლნ კაცს იმსხვერპლებს

ბოლო პერიოდში სუპერბაქტერიები სერიოზულ პრობლემად იქცა მედიცინაში. ამ კლასს განეკუთვნება მიკროორგანიზმები, რომლებმაც ანტიბიოტიკებისადმი მედეგობა გამოიმუშავეს. ბიოლოგები მთელ მსოფლიოში აფიქსირებენ ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობის უპრეცედენტო დონის მქონე ახალი მიკრობების გაჩენას. ამის ერთ-ერთი მაგალითია სუპერბაქტერია Acinetobacter baumannii, რომელიც მენინგიტს, პნევმონიას, ჭრილობების, სისხლის ნაკადისა და უროლოგიური სფეროს ინფექციებს იწვევს.

ჩვეულებრივი თევზის ქონის უნარი, გაანადგუროს სუპერბაქტერიების დაცვა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბარტ ეიკელკამპის ხელმძღვანელობით.

„ექსპერიმენტების დროს აღმოვაჩინეთ, რომ თევზის ქონში შემავალი ცხიმმჟავები ბაქტერიებს უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვადასხვა გავრცელებული ანტიბიოტიკების მიმართ“, − ამბობს პროფესორი ეიკელკამპი.

მისი თქმით, ცხიმმჟავები, რომლებსაც ბაქტერიები საკვებად იყენებენ, ბაქტერიების მემბრანაში „შენდება“ და მას ანტიბიოტიკებისთვის გამტარს ხდის.

  • „ამ ნაპრალის აღმოჩენა მავნე ბაქტერიების ჯავშანში − მნიშვნელოვანი ნაბიჯია სუპერბაქტერიებთან ბრძოლაში“, − აცხადებს კვლევის თანაავტორი, დოცენტი მეგან ო’მარა.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი მიდგომის შემუშავებას საშიში ინფექციების წინააღმდეგ, რაც ანტიბიოტიკებში ომეგა-3-ის დამატებით კომპლექსურ მკურნალობაში გამოიხატება.

ყველა ახალი ამბავი
0