მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დეკრეტში გადიან

© AP Photo / Matt Dunhamპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გოგონას მშობლები გახდნენ. სამეფო წყვილს უკვე ჰყავს ერთი ბიჭუნა არჩი, რომელიც მათ 2019 წელს გაუჩნდათ.

6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მერე შვილი, გოგონა სახელად ლილიბეტ დაიანა შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გოგონა ქვეყანას დილის 04:00 საათზე მოევლინა და ის და მეგანი თავს კარგად გრძნობენ.

მალევე განცხადება გაავრცელა კენსინგტონის სასახლემაც, სადაც ნათქვამია იყო, რომ დედოფალი ბედნიერია ახალი ამბით, ამას მოჰყვა პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის მისალოცი ბარათიც. ყველაზე გვიან განცხადების ტექსტი გამოაქვეყნა პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ოფიციალურმა გვერდმაც, სადაც მილოცვას ახლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატარა ლილის საჩუქარი უკვე გაეგზავნა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დეკრეტში გადიან. უცნობია, რა დროს მოიცავს მეუღლეების დეკრეტული შვებულება, თუმცა მათი საქველმოქმედო ფონდი მუშაობას განაგრძობს.

სამეფო წყვილის კიდევ ერთი შთამომავალი 4 ივნისს სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დაიბადა. დედა-შვილი თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობენ. 39 წლის მეგან მარკლმა დაწერა: „ის უფრო მეტია, ვიდრე წარმოგვედგინა და ჩვენ მადლიერები ვართ იმ სიყვარულისა და ლოცვებისთვის, რასაც მთელი მსოფლიოსგან ვგრძნობდით. მადლობას გიხდით თქვენი სიკეთისა და ჩვენი ოჯახის მხარდაჭერისთვის ამ განსაკუთრებულ დროს”.

მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
რატომ დაშორდა მეგან მარკლი ყოფილ ქმარს - ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პატარა ლილი ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის მე-11 შვილთაშვილია და ის ტახტის მემკვიდრეთა შორის მერვე ადგილს იკავებს.

გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრობაზე — სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულების შენარჩუნებით. წყვილი აცხადებდა, რომ სურდათ უარი ეთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მიღებაზე, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ.

2019 წლის 6 მაისს მეგანმა თავისი პირველი ვაჟი გააჩინა, რომლის სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბეტენ-უინძორი.

ყველა ახალი ამბავი
0