პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

„ვერ მოითმინეს“ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დედოფალს პატარა ლილიბეტი გააცნეს

119
(განახლებულია 20:03 09.06.2021)
ლილიბეტი 4 ივნისს, 11:40 საათზე სანტა-ბარბარას კლინიკაში დაიბადა. ამჟამად დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ და უკვე სახლშიც გაეწერნენ.

დიდ ბრიტანეთში ბევრს საუბრობდნენ, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილისთვის ლილიბეტის დარქმევა უხეშობა და დამამცირებელია, რადგან ეს დედოფლის ოჯახური მეტსახელია. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ პრინცმა ჰარიმ ამის შესახებ დედოფალისგან ნებართვა აიღო. როგორც ცნობილია, 36 წლის ჰარის ბებიასთან ახლო ურთიერთობა აქვს და პატარა ლილიბეტიც დედოფალს უკვე „წარუდგა“ ვიდეოზარით.

„ჰარი და მეგანი ვერ მალავდნენ ემოციებს, როცა დედოფალს ესაუბრებოდნენ. ისინი მოუთმენლად ელოდნენ ვიდეოზარით ლილიბეტის დედოფალთან წარდგენას“, – აღნიშნავენ უცხოურ მედიაში. 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 4 ივნისს გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილმა ქალიშვილს ლილიბეტ დაიანა დაარქვა. ოფიციალურად კი სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ქალიშვილს დაარქვეს ლილიბეტ (ლილი) დაიანა მა­უნტბეტენ-უინ­ძო­რი.

გოგონა სანტა-ბარბარას კლინიკაში დაიბადა. ამჟამად დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ და უკვე სახლშიც გაეწერნენ. წყვილმა სახელი ლილი მისი უდიდებულესობის, დედოფლის პატივსაცემად დაარქვა, რომლის ოჯახური მეტსახელიც არის ლილიბეტი. მისი მეორე სახელი კი საყვარელი ბებიის, უელსის პრინცესის პატივსაცემად შეარჩიეს.

წყვილისთვის ლილი მეორე შვილია. მათ ასევე ჰყავთ ორი წლის ვაჟი არჩი ჰარისონ მა­უნტბეტენ-უინ­ძო­რი. ჰერცოგი და ჰერცოგინია საზოგადოებას მადლობას უხდიან თბილი სურვილებისა და მილოცვისთვის.

წყვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ოთხ ივნისს ჩვენ გავხდით ქალიშვილის, ლილის მოვლენის ღირსები. ის არის უფრო მეტი ჩვენთვის, ვიდრე წარმოვიდგენდით. მადლიერები ვართ სიყვარულისა და მილოცვებისთვის, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიღებთ. გმადლობთ მუდმივი სიკეთისა და მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი ოჯახისადმი გამოგიჩენიათ".

ამ ეტაპზე მეგანისა და ჰარის გოგონას არ აქვს პრინცესას ტიტული, ისევე, როგორც მისი ძმა არჩი არ არის პრინცი. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პრინცი ჩარლზი გამეფდება.

ჰარიმ და მეგანმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს ისაუბრეს, რომ გოგონას შემდეგ ისინი შვილების გაჩენას აღარ გეგმავენ.

ჰარიმ და მეგანმა ჰერცოგინიას მეორე ორსულობის შესახებ ვალენტინობის დღეს განაცხადეს, ისევე, როგორც პრინცესა დაიანამ განაცხადა ამ დღეს ჰარიზე ფეხმძიმობის შესახებ.

119
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (27)
ვლადიმი8რ პუტინი

რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

5
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები იმისათვის ხვდებიან, რომ სამყარო ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის აყვავებულ სახლად აქციონ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა კანადელი ჟურნალისტის ცხრა წლის ქალიშვილის კითხვას იმაზე, თუ რისთვისაა საჭირო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა და რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი.

„პასუხი მარტივია. საჭიროა ირგვლივ მიმოიხედო და თქვა: „ხედავ, როგორი მშვენიერია ეს სამყარო?! და ზრდასრული ადამიანები, ორი ქვეყნის, უმსხვილესი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ერთმანეთს ხვდებიან იმისათვის, რომ ეს სამყარო აქციონ უსაფრთხო, საიმედო, აყვავებულ სახლად ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის. ისინი ისაუბრებენ საშიშ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უნდა შეიზღუდოს, და შეიმუშავებენ მისი არგამოყენების საერთო წესებს. ისინი ისაუბრებენ გარემოს დაცვაზე, იმაზე, რომ მდინარეები და ზღვები იყოს სუფთა, რათა არ მოხდეს წყალდიდობები, გვალვები, რათა საკმარისი სურსათი იყოს პლანეტის ყველა ბინადარისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ისაუბრებენ ჯანდაცვის საკითხებზე, რათა როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ ნაკლებად იავადმყოფონ, შეძლონ სწავლა და მომავლის არ შეეშინდეთ“. ვისურვებდი, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო (მიმართა ჟურნალისტებს, - რედ.), გააშუქოთ სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

5
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები

რა ამოიკითხეთ ბაიდენის თვალებში: პუტინმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა

14
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა ამერიკელი ჟურნალისტის კითხვას იმაზე, თუ რა ამოიკითხა მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თვალებში ჟენევაში გამართული შეხვედრისას.

ჟურნალისტმა დასძინა, რომ რამდენიმე წლის წინ ბაიდენმა, როდესაც იგი ვიცეპრეზიდენტი იყო, რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და იქ სული ვერ დაინახა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ჩახედა თუ არა პუტინმა ბაიდენს თვალებში დღევანდელ შეხვედრაზე და რა დაინახა.

„ბაიდენი ძალიან კონსტრუქციული, გაწონასწორებული ადამიანია, როგორც ველოდი კიდეც. ძალიან გამოცდილი. მან გაიხსენა თავისი ოჯახი, რაზე ესაუბრებოდა დედა. ეს მნიშვნელოვანია. თითქოს პირდაპირ არ უკავშირდება საქმეს, მაგრამ მისი მორალური ფასეულობების ხარისხს ავლენს. ეს ყველაფერი საკმაოდ მიმზიდველია და, ვფიქრობ, მთლიანობაში ერთ ენაზე ვსაუბრობდით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებელია სულში, თვალებში ჩაიხედო და სამუდამო სიყვარული და მეგობრობა შეჰფიცო. ჩვენ ჩვენი ქვეყნების, ხალხების ინტერესებს ვიცავთ და ეს ურთიერთობები ყოველთვის პრაგმატული ხასიათისაა“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

14