ხელბორკილები

ყველაზე ახალგაზრდა ქვეყნის ისტორიაში: დაკავებულია ცხრა წლის ნარკოდილერი

95
(განახლებულია 21:39 07.06.2021)
ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნარკოდილერის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობის გამო ვერ ხერხდება.

თბილისი, 7 ივნისი − Sputnik. დიდ ბრიტანეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნარკოდილერი დააკავეს, რომელიც კრეკით ვაჭრობდა, იუწყება გამოცემა The Mirror.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი სულ ცხრა წლისაა და დაწყებით სკოლაში სწავლობს. შესაბამისად, მისთვის ბრალის წაყენება შეუძლებელია, ვინაიდან, კანონმდებლობის თანახმად, ინგლისსა და უელსში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 10 წლიდან დგება.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ბიჭუნას ნარკოტიკების გადაცემას რომელიმე მშობელი ან უფროსი და-ძმა აიძულებდა.

აღინიშნება, რომ ცხრა წლის ნარკოდილერი შედის იმ ათ წლამდე ათასობით ბავშვის ჩამონათვალში, რომლებიც ინგლისსა და უელსში სერიოზულ დანაშაულში აღმოჩნდნენ ჩათრეული.

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის 16 ათასი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს, რომელთა ჩადენაშიც ცხრა და უფრო მცირე ასაკის ბავშვები იყვნენ ეჭვმიტანილი.

95
თემები:
საერთაშორისო პანორამა (465)
ვლადიმი8რ პუტინი

რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

14
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები იმისათვის ხვდებიან, რომ სამყარო ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის აყვავებულ სახლად აქციონ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა კანადელი ჟურნალისტის ცხრა წლის ქალიშვილის კითხვას იმაზე, თუ რისთვისაა საჭირო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა და რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი.

„პასუხი მარტივია. საჭიროა ირგვლივ მიმოიხედო და თქვა: „ხედავ, როგორი მშვენიერია ეს სამყარო?! და ზრდასრული ადამიანები, ორი ქვეყნის, უმსხვილესი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ერთმანეთს ხვდებიან იმისათვის, რომ ეს სამყარო აქციონ უსაფრთხო, საიმედო, აყვავებულ სახლად ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის. ისინი ისაუბრებენ საშიშ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უნდა შეიზღუდოს, და შეიმუშავებენ მისი არგამოყენების საერთო წესებს. ისინი ისაუბრებენ გარემოს დაცვაზე, იმაზე, რომ მდინარეები და ზღვები იყოს სუფთა, რათა არ მოხდეს წყალდიდობები, გვალვები, რათა საკმარისი სურსათი იყოს პლანეტის ყველა ბინადარისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ისაუბრებენ ჯანდაცვის საკითხებზე, რათა როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ ნაკლებად იავადმყოფონ, შეძლონ სწავლა და მომავლის არ შეეშინდეთ“. ვისურვებდი, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო (მიმართა ჟურნალისტებს, - რედ.), გააშუქოთ სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

14
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები

რა ამოიკითხეთ ბაიდენის თვალებში: პუტინმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა

18
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა ამერიკელი ჟურნალისტის კითხვას იმაზე, თუ რა ამოიკითხა მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თვალებში ჟენევაში გამართული შეხვედრისას.

ჟურნალისტმა დასძინა, რომ რამდენიმე წლის წინ ბაიდენმა, როდესაც იგი ვიცეპრეზიდენტი იყო, რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და იქ სული ვერ დაინახა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ჩახედა თუ არა პუტინმა ბაიდენს თვალებში დღევანდელ შეხვედრაზე და რა დაინახა.

„ბაიდენი ძალიან კონსტრუქციული, გაწონასწორებული ადამიანია, როგორც ველოდი კიდეც. ძალიან გამოცდილი. მან გაიხსენა თავისი ოჯახი, რაზე ესაუბრებოდა დედა. ეს მნიშვნელოვანია. თითქოს პირდაპირ არ უკავშირდება საქმეს, მაგრამ მისი მორალური ფასეულობების ხარისხს ავლენს. ეს ყველაფერი საკმაოდ მიმზიდველია და, ვფიქრობ, მთლიანობაში ერთ ენაზე ვსაუბრობდით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებელია სულში, თვალებში ჩაიხედო და სამუდამო სიყვარული და მეგობრობა შეჰფიცო. ჩვენ ჩვენი ქვეყნების, ხალხების ინტერესებს ვიცავთ და ეს ურთიერთობები ყოველთვის პრაგმატული ხასიათისაა“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

18
ფოტო კონკურსიდან

სტენინის სახელობის ფოტოკონკურსმა 2021 წლის შორტ-ლისტი გამოაქვეყნა

0
(განახლებულია 21:53 16.06.2021)
გამარჯვებულების გამოსავლენად კონკურსის ჟიურიმ 70 ქვეყნიდან წარდგენილი დაახლოებით 4,5 ათასი ნამუშევარი დაათვალიერა

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების კონკურსის ჟიურიმ (https://stenincontest.ru), რომელიც მსოფლიოს ტიტულოვანი ფოტოგრაფებისა და ფოტოექსპერტებისგან შედგება, 2021 წლის ლაურეატები გამოაცხადა.

გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურიმ დაახლოებით 4,5 ათასი ნამუშევარი დაათვალიერა. ლაურეატების შორტ-ლისტი კონკურსის რუსულ (http://stenincontest.ru) და ინგლისურ (http://stenincontest.com) საიტებზე გამოქვეყნდა.

შორტ-ლისტში 17 ქვეყნის წარმომადგენლები არიან შესული. მათ შორის: ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთის, საბერძნეთი, ეგვიპტის, ინდოეთის, თურქეთისა და სხვ. (http://stenincontest.ru). შორტ-ლისტში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა ფოტოგრაფები ინდონეზიიდან, მექსიკიდან და კანადიდან.

2021 წლის კონკურსის ლაურეატების ნამუშევრების თემები ასახავს მოვლენათა ლენტას, რომლებმაც მსოფლიოს ახალი ამბების ტრაფიკები „ააფეთქა“ გასულ წელს. მთავ თემებს შორისაა: მაისის საპროტესტო აქციები მინეაპოლისში, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც აფრიკასა და აზიაში კალიების უდიდეს შემოსევას მოჰყვა, COVID-19-ის პანდემია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მთელ მსოფლიოში.

ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის კურატორმა, Россия сегодня-ს ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ოქსანა ოლეინიკმა, 2021 წლის ფოტოების თავისებირებების შეფასებისას განაცხადა:

„გასული წელი, რომლის მოვლენები აისახა კიდეც ჩვენი ლაურეატების ნამუშევრებში, რთული იყო. ამითაც განისაზღვრება ჟიურის მიერ შერჩეული ფოტოების უმეტესობის ნერვი და დრამატულობა. კონკურსის მონაწილეები უბრალოდ კი არ აფიქსირებენ პრობლემას, არამედ მათ სურთ, რომ ფოტოგრაფიის მეშვეობით მნახველი საუბარში გამოიწვიონ, ერთად გააცნობიერონ პრობლემა და ერთად მონახონ მისი გადაჭრის გზები. და ჩვენი აზრით, ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ეს ბრწყინვალედ გამოსდით“.

ვინ მიიღებს ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის მთავარ ჯილდოს - გრან-პრის, და ასევე როგორ განაწილდება საპრიზო ადგილები კონკურსის ნომინაციაში, სექტემბერში გახდება ცნობილი და შედეგები გამოქვეყნდება საიტებზე - stenincontest.ru და stenincontest.com.

კონკურსის გეგმებში ასევე შედის გამარჯვებულების ტრადიციული როუდ-შოუს დაწყება მსოფლიოს ქალაქებში წლის ბოლომდე.

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ორგანიზებით იუნესკოს საკითხთა რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა, ნიჭიერი, საზრიანი და ყველაფერ ახლისადმი გახსნილი ფოტოგრაფებისთვის, სადაც ისინი საზოგადოებას ყურადღებას ამახვილებინებენ ადამიანებსა და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

2021 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო და ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, Shanghai United Media Group (SUMG), გაზეთების — China Daily და The Paper-ის, ასევე მედიაქსელ Al Mayadeen-ის ინტერნეტ-პორტალები, საინფორმაციო სააგენტო Prensa Latina, საინფორმაციო სააგენტო News1, ინტერნეტ-პორტალი DBW, ახალი ამბების პორტალი Brasil247.

დარგობრივი პარტნიორების სტატუსში კონკურსს მხარს უჭერენ: ჟურნალი National Geographic რუსეთი, პორტალები Russian Photo და Photo-study.ru, ფოტოსკოლა Академия фотографии, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists, ჟურნალი Fotoargenta, ფოტოჟურნალისტიკის კლუბი „ნიუ დელი“, ჟურნალები Enfoque Visual და LF Magazine, საერთაშორისო პარტნიორია ფესტივალი PhotON.

0