ნატო შეხვედრისთვის მზადაა: სტოლტენბერგი მოსკოვს მოლაპარაკებებს სთავაზობს

© photo: Sputnikიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
სტოლტენბერგის თქმით, „ბურთი ახლა რუსეთის მხარესაა“, ვინაიდან მოსკოვს ალიანსისთვის შეხვედრის შეთავაზებაზე პასუხი არ დაუბრუნებია.

თბილისი, 7 ივნისი − Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს მოლაპარაკებების ჩატარება შესთავაზა რუსეთი–ნატოს საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, წერს გაზეთი Welt.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომა უკვე 19 თვეა არ ჩატარებულა.

„ჩვენ ბევრი ისეთი თემა გვაქვს განსახილველი, რომლებიც ნატოსა და რუსეთის საერთო ინტერესებს პასუხობს“, − აღნიშნა ალიანსის შეფმა.

გენერალური მდივნის თქმით, ალიანსმა რუსულ მხარეს შეხვედრის მოწყობა ერთ წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა, თუმცა დადებითი პასუხი აქამდე არ მიუღია.

„ბურთი ახლა რუსეთის მხარესაა“, − განაცხადა სტოლტენბერგმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
თუ რუსეთი კურსს შეიცვლის: ბლინკენმა თანამშრომლობის პირობები დაასახელა

ამასთან ალიანსის ხელმძღვანელმა დაასახელა ის ძირითადი თემები, რომელთა განხილვასაც გეგმავს ნატო მოსკოვთან. მათ შორის მან ახსენა სამხედრო მანევრების შესახებ ინფორმაციის გაცვლის საკითხი „გაუგებრობისა და შესაძლო ესკალაციის აღსაკვეთად“, და განაცხადა, რომ მხარეთა სამხედრო საქმიანობაში აუცილებელია იყოს გამჭვირვალობა.

„ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ახლა უდაბლეს წერტილზეა, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა. დიალოგი საუკეთესო მეთოდია დაძაბულობის გადასალახად“, − მიაჩნია ალიანსის გენმდივანს. 

როგორც მანამდე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოსკოვი მზადაა აღადგინოს რუსეთი–ნატოს საბჭო და განაახლოს დიალოგი ალიანსთან, თუმცა კონტაქტი სამხედროებისგან უნდა დაიწყოს.

ყველა ახალი ამბავი
0