პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

ავსტრალიური მედია მეგანისა და პრინც ჰარის ჩხუბის ჩანაწერებს ავრცელებს ბრიტანეთი ტრანსშია

113
(განახლებულია 20:50 04.06.2021)
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალური წყვილი მედიასაშუალებების ყურადღების ქვეშ ამჯერად პირადი საუბრების გამო მოექცა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალურ წყვილზე პირადმა ინფორმაციამ პრესაში გაჟონა – ავსტრალიელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ჩანაწერები, რომელიც პრინც ჰარის და მეგან მარკლს შორის სასახლიდან გაქცევის შემდეგ ჩხუბს ეხება. წყარო არ არის დასახელებული, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არის მათი ბავშვის არჩის ძიძა, რომელიც სკანდალურად გაათავისუფლეს, ან დაცვის თანამშრომელი, რომელიც გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გერმანელი ბლოგერები სასექსის ჰერცოგების სახლში შევიდნენ და პირდაპირ ეთერი მოაწყვეს.

ინსაიდერის თქმით, წყვილი ძალიან იმედგაცრუებულია სამეფო სასახლიდან გაქცევის შემდეგ. პირველ რიგში, მათ დაკარგეს შემოსავლის წყარო სამეფო ოჯახის სახით, ხოლო ახალი შემოსავალი არ არსებობს პანდემიის გამო. მეგანი მიიწვიეს ფილმებში გადასაღებად, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ვერ ხერხდება, სანამ ქალი ორსულადაა. ჯერ კიდევ გაურკვეველია შედგება თუ არა ეს კონტრაქტები, რადგან როგორც მსახიობი მეგანი არც ისეთი პოპულარულია და განსაკუთრებით მის ასაკში. ფაქტობრივად, ჰერცოგები ცხოვრობენ სკანდალური ინტერვიუების ანაზღაურებით.

ჰარი უკვე ძალიან ნანობს სამეფო პრივილეგიების მიტოვებას, ის უბრალოდ ვერ ითვისებს რიგითი ამერიკელის ცხოვრებას. გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, ჰარის საერთოდ არ სურს არაფრის კეთება, მხოლოდ არჩის ეთამაშება და ძაღლებს ასეირნებს. ის სოციალური ქსელებითაც კი არ სარგებლობს გარკვეული სახის კავშირების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, იგი სრულიად უარს ამბობს მეგანის მეგობრებთან ურთიერთობაზე, რის გამოც ისინი მუდმივად ჩხუბობენ.

გარდა ამისა, მეგანი ძალიან განრისხებულია, რომ მისი ქმარი საკუთარ თავს ყურადღებას აღარ აქცევს და მუდმივად ერთნაირ სამოსს ატარებს. წყარო ამბობს: იგი დაქორწინდა პრინცზე და არა მაწანწალაზე, მაგრამ ხშირად ჩხუბის დროს მარკლი ყვირის, რომ ის ვერ ხედავს განსხვავებას.

მუდმივი სკანდალების გამო ჰარი დეპრესიაშია. პრინცი დაუახლოვდა მეგანის დედას დორია რაგლანდს, რაც ჰერცოგინიას ძალიან აღიზიანებს – ის ამაში ხედავს დედის ინტრიგას, რომელიც ყველაფრის კონტროლს ცდილობს.

ჩხუბის კიდევ ერთი მიზეზი არის წიგნი სასექსის ჰერცოგების ცხოვრებაზე. ჰარი მიიჩნევს, რომ იქ ბევრი ტყუილია და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ სახით ბეჭდური სახით გამოცემას. შედეგად, ავსტრალიელმა ჟურნალისტებმა თქვეს, რომ იწყება ერთი წლის წინანდელი წინასწარმეტყველება New York-ის პოსტში Megsit-ის შედეგების შესახებ. შედეგი იქნება ხმამაღალი განქორწინება, ჰარი სამარცხვინოდ დაბრუნდება ლონდონში, მეგანი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში თავს წარმოაჩენს სამეფო ინტრიგების მსხვერპლად.

113
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (30)
საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთში 16 წლის საქართველოს მოქალაქე თანატოლებმა მოკლეს

7
(განახლებულია 15:50 19.06.2021)
ქალაქ რუანის მერი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ. 

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რუანის გარეუბანში, სოტევილ-ლე-რუანში (Sotteville-les-Rouen) საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ჯგუფებს შორის დაპირისპირებას 13 ივნისს საღამოს ემსხვერპლა. ის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბიჭს დაზიანებები ძირითადად თავის არეში სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის ხელკეტები და ბლაგვი საგნები ეჭირათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაღუპული საქართველოს მოქალაქე რუანის სკოლის მოსწავლე იყო, ის საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

თვითმხილველების განცხადებით, ხელჩართული ჩხუბი, სავარაუდოდ, ორი უბნის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას მოყვა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 2002 წელს დაბადებული ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, რადგან მისი მონაწილეობა კონფლიქტში არ დადასტურდა. შემდგომში დააკავეს 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი, ისინი ამ დრომდე რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში ეჭვმიტანილის სტატუსით.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ორშაბათს დაკრძალავენ. დაკრძალვის პროცესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა საფრანგეთში მცხოვრები სხვა ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის მერია მოუწოდებს მათ, არ შეეცადონ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დაელოდონ გამოძიებას.

7
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

მეგან მარკლის ფოტოები, რომელთა გაქრობაზეც სამეფო ოჯახი ოცნებობს

25
(განახლებულია 13:10 18.06.2021)
მეგან მარკლს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრს უწოდებენ. მან ნამდვილად შეცვალა პრინცის ცხოვრება და არაერთი სამეფო ტრადიცია დაარღვია.

სანამ პრინც ჰარის ცოლი გახდებოდა, ბრიტანული ტაბლოიდები ბევრს წერდნენ მის წარსულზე და ამბობდნენ, რომ მისი ძველი ცხოვრების წესი არისტოკრატიისთვის შეუფერებელი იყო. მართალია, მსახიობმა შეიცვალა ჩაცმის სტილი და მედიაშიც ხშირად აღარ ჩნდება, თუმცა ინტერნეტში დღემდე მოიპოვა მისი ძველი ფოტოები. სურათები, რომლებიც ნამდვილ და ლაღ მეგან მარკლს ასახავენ და ფოტოები, რომელთა არსებობაც, დიდი ალბათობით, სამეფო ოჯახს სულაც არ სიამოვნებს.

​ინტერნეტში არსებობს მეგანის გამოსაშვები საღამოს ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ის, როგორ მხიარულად ატარებს დროს მეგობრებთან ერთად. თუმცა გართობის ასეთი ფორმა ბრიტანული მაღალი საზოგადოებისთვის შეუფერებელია.

მეგან მარკლი 22 წლის იყო როდესაც პირველი ოფიციალური ფოტოსესია მოეწყო მისთვის და სურათებში საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება.  მეგანს ფოტოები გადაუღეს General Hospital-სთვის, სადაც პირველად გამოჩნდა ეკრანზე. ეს ფოტოები გადაღებულია 8 წლით ადრე მანამდე, სანამ პოპულარულ სერიალ Suits-ში რეიჩელის როლს შეასრულებდა.

​აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ამ ეტაპით მეგანი თავადაც არ ამაყობს, თუმცა სამეფო ოჯახისთვის მისი ამგვარი სამსახური კატეგორიულად მიუღებელია და ამჯობინებენ, რომ ფოტოები, რომელიც მარკლის აღნიშნულ სამსახურს ასახავს, საერთოდ არ არსებობდეს.

​სანამ პრინც ჰარის გაჰყვებოდა ცოლად, მეგან მარკლი დაქორწინებული იყო პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე. წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნო, 2011 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 2013 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. ეს კიდევ ერთი თავია მეგან მარკლის ცხოვრებიდან, რომელზე საუბარიც სამეფო ოჯახისთვის არცთუ ისე სასიამოვნოა.

​მას შემდეგ, რაც მეგანი სერიალ Suit-ში გამოჩნდა, მან დიდი წარმატება მოიპოვა და ხშირად იყო სხვადასხვა დაჯილდოებების სტუმარი, ხშირად ჩნდებოდა წითელ ხალიჩაზე, ხოლო მისი მაშინდელი სტილი შეუფერებელი იყო სამეფო ოჯახის სტილისთვის. ამიტომაც იმ პერიოდის ფოტოების ნახვა ბრიტანული არისტოკრატიისთვის სასიამოვნო სულაც არ არის.

25
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (30)