ბენ აფლეკი

ჩახუტებულები და ბედნიერები - ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთად პირველად გამოჩნდნენ

67
(განახლებულია 12:09 04.06.2021)
ერთ დროს ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი იყო. თაყვანისმცემლებს მათი განშორების დაჯერებაც კი არ სურდათ

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანი საბოლოოდ დადასტურდა. წყვილი საზოგადოების წინაშე ერთად, 17 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ჩახუტებული „ბენიფერი“ დასავლეთ ჰოლივუდში გადაიღეს. რომანტიკული ვახშმის შემდეგ 48 წლის ბენ აფლეკი ლოპესის სახლთან დააფიქსირეს. ის თეთრ კადილაკში იჯდა. შეყვარებული ბენი პაპარაცებს თბილად უღიმოდა.

პარალელურად აღნიშნული მოვლენებისა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ინსაიდერის განცხადებით, ჯეი ლო და ბენი მომავალს ერთად გეგმავენ, ასე რომ, შესაძლოა მალე 2002 წელს ჩაშლილი ქორწილი საბოლოოდ შედგეს.

ახალი ამბები, რომ ლოპესი ჰოლივუდის მსახიობს შეურიგდა, ინტერნეტში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი საქმროს – ალექს როდრიგესს დაშორდა. ცნობილი გახდა, რომ აფლეკმა დრო არ დაკარგა და დაუყოვნებლივ დაიწყო ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა, ის მას SMS-ებით ავსებდა კომპლიმენტებით და შეხვედრის შეთავაზებით და ამან, როგორც ჩანს, გაჭრა.

სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკი კვლავ ერთად არიან და ინტერნეტ-სივრცეში პაპარაცული ფოტოებიც გამოჩნდა. ბენი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეყვარებულს ანა დე არმასს დაშორდა, ჯეი ლოს სახლიდან გამოსული არაერთხელ დააფიქსირეს. შემდეგ კი წყვილი ერთად მანქანაში გადაიღეს.

67
თემები:
ვარსკვლავური ამბები (12)
საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთში 16 წლის საქართველოს მოქალაქე თანატოლებმა მოკლეს

33
(განახლებულია 15:50 19.06.2021)
ქალაქ რუანის მერი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ. 

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რუანის გარეუბანში, სოტევილ-ლე-რუანში (Sotteville-les-Rouen) საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ჯგუფებს შორის დაპირისპირებას 13 ივნისს საღამოს ემსხვერპლა. ის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბიჭს დაზიანებები ძირითადად თავის არეში სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის ხელკეტები და ბლაგვი საგნები ეჭირათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაღუპული საქართველოს მოქალაქე რუანის სკოლის მოსწავლე იყო, ის საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

თვითმხილველების განცხადებით, ხელჩართული ჩხუბი, სავარაუდოდ, ორი უბნის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას მოყვა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 2002 წელს დაბადებული ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, რადგან მისი მონაწილეობა კონფლიქტში არ დადასტურდა. შემდგომში დააკავეს 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი, ისინი ამ დრომდე რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში ეჭვმიტანილის სტატუსით.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ორშაბათს დაკრძალავენ. დაკრძალვის პროცესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა საფრანგეთში მცხოვრები სხვა ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის მერია მოუწოდებს მათ, არ შეეცადონ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დაელოდონ გამოძიებას.

33
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

მეგან მარკლის ფოტოები, რომელთა გაქრობაზეც სამეფო ოჯახი ოცნებობს

51
(განახლებულია 13:10 18.06.2021)
მეგან მარკლს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრს უწოდებენ. მან ნამდვილად შეცვალა პრინცის ცხოვრება და არაერთი სამეფო ტრადიცია დაარღვია.

სანამ პრინც ჰარის ცოლი გახდებოდა, ბრიტანული ტაბლოიდები ბევრს წერდნენ მის წარსულზე და ამბობდნენ, რომ მისი ძველი ცხოვრების წესი არისტოკრატიისთვის შეუფერებელი იყო. მართალია, მსახიობმა შეიცვალა ჩაცმის სტილი და მედიაშიც ხშირად აღარ ჩნდება, თუმცა ინტერნეტში დღემდე მოიპოვა მისი ძველი ფოტოები. სურათები, რომლებიც ნამდვილ და ლაღ მეგან მარკლს ასახავენ და ფოტოები, რომელთა არსებობაც, დიდი ალბათობით, სამეფო ოჯახს სულაც არ სიამოვნებს.

​ინტერნეტში არსებობს მეგანის გამოსაშვები საღამოს ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ის, როგორ მხიარულად ატარებს დროს მეგობრებთან ერთად. თუმცა გართობის ასეთი ფორმა ბრიტანული მაღალი საზოგადოებისთვის შეუფერებელია.

მეგან მარკლი 22 წლის იყო როდესაც პირველი ოფიციალური ფოტოსესია მოეწყო მისთვის და სურათებში საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება.  მეგანს ფოტოები გადაუღეს General Hospital-სთვის, სადაც პირველად გამოჩნდა ეკრანზე. ეს ფოტოები გადაღებულია 8 წლით ადრე მანამდე, სანამ პოპულარულ სერიალ Suits-ში რეიჩელის როლს შეასრულებდა.

​აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ამ ეტაპით მეგანი თავადაც არ ამაყობს, თუმცა სამეფო ოჯახისთვის მისი ამგვარი სამსახური კატეგორიულად მიუღებელია და ამჯობინებენ, რომ ფოტოები, რომელიც მარკლის აღნიშნულ სამსახურს ასახავს, საერთოდ არ არსებობდეს.

​სანამ პრინც ჰარის გაჰყვებოდა ცოლად, მეგან მარკლი დაქორწინებული იყო პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე. წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნო, 2011 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 2013 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. ეს კიდევ ერთი თავია მეგან მარკლის ცხოვრებიდან, რომელზე საუბარიც სამეფო ოჯახისთვის არცთუ ისე სასიამოვნოა.

​მას შემდეგ, რაც მეგანი სერიალ Suit-ში გამოჩნდა, მან დიდი წარმატება მოიპოვა და ხშირად იყო სხვადასხვა დაჯილდოებების სტუმარი, ხშირად ჩნდებოდა წითელ ხალიჩაზე, ხოლო მისი მაშინდელი სტილი შეუფერებელი იყო სამეფო ოჯახის სტილისთვის. ამიტომაც იმ პერიოდის ფოტოების ნახვა ბრიტანული არისტოკრატიისთვის სასიამოვნო სულაც არ არის.

51
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები
პოლიცია სიღნაღში

მედია: წნორში ერთ-ერთ ოჯახს ნათესავმა სახლი დაუწვა

0
(განახლებულია 16:00 19.06.2021)
არსებული ინფორმაციით, ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა. ოჯახის წევრები ახლა ნათესავთან აფარებენ თავს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრებ სომხიშვილების ოჯახს ნათესავმა საცხოვრებელი სახლი დაუწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

ოჯახი ადგილობრივ პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მხოლოდ გამოკითხეს და სახლში გაუშვეს.

არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დავა წლებია გრძელდება. დაპირისპირება სახლის გამო დაიწყო, რომელიც გულნაზ სომხიშვილს პაპამ აჩუქა.

დაზარალებული გულნაზი სომხიშვილი, გარდა ზიანისა, ბიძის მხრიდან მუქარაზე საუბრობს და მის დაკავებას ითხოვს. მისი თქმით, მამაკაცმა სახლის დაწვის ფაქტი აღიარა.

დაზარალებულების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სახლი დაწვა, მკვლელობაზეა ნასამართლევი და ახლაც პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

0