სხვა განზომილება არსებობს: ამერიკელმა ფიზიკოსებმა ბნელი მატერიის სამყოფელი დაადგინეს

© Photo: deselect / Pixabay კოსმოსის კვლევა
კოსმოსის კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
ამერიკელი ფიზიკოსების აზრით, დროსა და სივრცეში არსებობს მეოთხე განზომილება, რომელშიც უნდა ვეძებოთ კიდეც ბნელი მატერია.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. არსებობს განსაკუთრებული ტიპის ძალები, რითიც აიხსნება კიდეც ბნელი მატერიის თვისება – იყოს უჩინარი დაკვირვებისთვის, აცხადებენ ამერიკელი ფიზიკოსები, რომელთა კვლევის შედეგებიც გამოქვეყნებულია გამოცემაში Journal of High Energy Physics.

ბნელი ენერგია - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2018
ბნელი მატერია: სამყარო შესაძლოა მოულოდნელად დაიღუპოს – მეცნიერული კვლევა

მეცნიერების თქმით, ბნელ მატერიაზე მატერიალური სამყაროს 85% მოდის, თუმცა, ჩვეულებრივი ნივთიერებისგან განსხვავებით, მისი დანახვა და აღწერა შეუძლებელია, ვინაიდან ის სინათლეს არც შთანთქავს, არც ირეკლავს და არც ასხივებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ივარაუდეს, რომ დროსა და სივრცეში არსებობს დამატებითი განზომილება, რომელშიც უნდა ვეძებოთ კიდეც ბნელი მატერია.

  • „ჩვენ ბნელი მატერიის ოკეანეში ვცხოვრობთ, მაგრამ ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს ეს. ვიცით, რომ ის არსებობს, მაგრამ არ ვიცით – როგორ მოვძებნოთ, და არ შეგვიძლია ავხსნათ, რატომ ვერ აღმოვაჩინეთ ის იქ, სადაც ველოდებოდით“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი ფილიპ ტანედო ამბობს, ბოლო წლებში ფიზიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბნელ მატერიას ფარული ბნელი ძალები მართავენ. მათ შეუძლიათ სრულად შეცვალონ იმის წესები, თუ როგორ უნდა მოიძებნოს ბნელი მატერია.

კვლევის ავტორებმა დაამტკიცეს, რომ ბნელი ძალების მოქმედებები დამატებითი განზომილებების მათემატიკური თეორიით შეიძლება აღიწეროს.

„ხილულ სამყაროს სამი განზომილება აქვს. ჩვენი ვარაუდით, შესაძლოა არსებობდეს მეოთხე განზომილებაც, რომლის შესახებაც მხოლოდ ბნელმა ძალებმა „იციან“. დამატებითმა განზომილებამ შეიძლება ახსნას, თუ რატომ ემალება ბნელი მატერია ესოდენ კარგად ჩვენ მცდელობებს, შევისწავლოთ ის ლაბორატორიაში“, — ამბობს მეცნიერი.

როგორც ფიზიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი განზომილების არსებობა შესაძლოა ეგზოტიკურ იდეად მოგეჩვენოთ, რეალურად ეს ცნობილი მათემატიკური მეთოდია იმ სამგანზომილებიანი კვანტურ-მექანიკური ველების აღსაწერად, რომლებიც ჩვეულებრივ ნაწილაკებს არ შეიცავს. მათემატიკაში მას ჰოლოგრაფიული პრინციპი ეწოდება და მიჩნევა, რომ ბუნებრივი სისტემების აღსაწერად არ გამოდგება.

ყველა ახალი ამბავი
0