ბრიტანეთის პრინცი ფილიპი

ვის დარჩება პრინცი ფილიპის ქონება? ცნობილი ხდება ანდერძის დეტალები

111
(განახლებულია 20:59 02.06.2021)
ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს უინძორის სასახლეში — ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში გარდაიცვალა.

აპრილის თვის დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცი ფილიპი დაბადებიდან მეასე წლის თავზე გამოაკლდა. დაკრძალვის ცერემონიიდან დღემდე არ წყდება საუბარი იმის შესახებ, თუ ვის დარჩება მისი ქონება, რომელიც 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

როგორც The Sun-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, ანდერძის თანახმად, ქონების უმეტესი ნაწილი დედოფალ ელისაბედის მფლობელობაში გადავიდა, ვინაიდან ის ფილიპის არაერთ აქტივს მართავდა აქამდეც.

ქონების გარკვეული ნაწილი პრინცი ფილიპის სამ დამხმარესაც ერგო, ვინაიდან ისინი მისი ცხოვრების უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად მის გვერდით იყვნენ, ისევე, როგორც გარდაცვალების დროს. მათ შორის არის პრინცი ფილიპის პირადი მდივანი უილიამ ჰენდერსონიც.

რაც შეეხება სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს, ირკვევა ისიც, რომ შვილიშვილებს შორის ქონება თანაბრად გადანაწილდება და თავისი წილი პრინც ჰარისაც ერგება.

ედინბურგის ჰერცოგს 100 წლის იუბილემდე 2 თვე რჩებოდა. მისი და ელისაბედის ქორწინება 73 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

პრინცი ფილიპი საბერძნეთისა და დანიის პრინც ანდრეის ვაჟი იყო. მან 1939 წელს სამეფო ფლოტში სამსახური დაიწყო. 1947 წელს ფილიპი ბრიტანულ გვარზე გადავიდა ფლოტში კარიერის გასაგრძელებლად; მოგვიანებით მან დედის გვარი აიღო და მაუნტბატენი გახდა. ელისაბედთან ქორწინების შემდეგ ფილიპი ედინბურგის ჰერცოგი გახდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი მან კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: უელსის პრინცი ჩარლზი, პრინცესა ანა, იორკის ჰერცოგი - პრინცი ენდრიუ და უესექსის გრაფი - პრინცი ედვარდი.

111
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (27)

ბაიდენის პრეს-კონფერენცია სკანდალით დასრულდა - ვიდეო

16
აშშ-ის ლიდერმა ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ, რადგან მას არ ესმოდა პრეზიდენტის ნათქვამი, ის შეუსაბამო საქმიანობითაა დაკავებული

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტ კეიტლინ კოლინზთან უთანხმოება მოუვიდა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის განრიგი თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.

ჟურნალისტებთან შეხვედრის მიწურულს, როდესაც ბაიდენი უკვე წასვლას აპირებდა, კოლინზმა მას ჰკითხა: „დარწმუნებული ბრძანდებით, რომ პუტინი საკუთარ ქცევებს შეცვლის?“

ბაიდენი დაბრუნდა და უპასუხა: არ ვარ დარწმუნებული, რომ შეცვლის საკუთარ ქცევებს. რას აკეთებდით მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ?..

ჟურნალისტი მას კვლავ ჩაეძია: დიახ, მაგრამ, მისი ქცევა არ შეცვლილა, და პრეს-კონფერენციაზე, თქვენთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ის უარყოფდა კიბერშეტევებში საკუთარ როლს, მან ასევე ნაკლები ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელობას, უარი თქვა ალექსეი ნავალნის სახელის თქმაზეც. მაშასე, რამდენად კონსტრუქციული იყო ეს შეხვედრა, როგორც ეს პრეზიდენტმა პუტინმა თქვა?

ბაიდენი: თუ ეს არ გესმით, ესე იგი თქვენთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწევით.“

ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს მოგვიანებით ბოდიში მოუხადა.

კოლინზმა მას მიუგო, რომ ბოდიში აუცილებელი არ იყო, ვინაიდან შეკითხვების დასმა მის საქმიანობის ძირითადი ნაწილია.

16
Facebook

კონფლიქტები აღარ იქნება: Facebook-ი ახალ პროგრამას ტესტავს

10
(განახლებულია 11:06 17.06.2021)
მარკირებისა და შეტყობინების ახალი ინსტრუმენტი ადმინისტრატორს საშუალებას მისცემს, სწრაფად შეზღუდოს ადამიანებს სორის კონფლიქტი ჯგუფებში

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სოციალური ქსელი Facebook-ი ტესტავს ხელოვნური ინტელექტს, რომელიც ჯგუფებში შეურაცხმყოფელ კომენტარებს  მონიშნავს, იუწყება CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, გაუადვილოს მოდერატორებს მუშაობა, რათა მათ დროულად აღმოფხვრან კონფლიქტები სოციალური ქსელების ჯგუფებში.

ხელოვნური ინტელექტი, მას შემდეგ, რაც პოტენციურად კონფლიქტურ კომენტარს მონიშნავს, ჯგუფის ადმინისტრატორს შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნის, რომელიც ცალკეულ იუზერებს კომენტირების შესაძლებლობას შეუზღუდავს — შეუნელებს მუშაობას ან შეუმცირებს კომენტარების რაოდენობას.

გარდა ამისა,  მიუღებელი ლექსიკის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი Moderation alert-ს (მოდერატორის გაფრთხილებას) მიიღებს.

როგორც Facebook-ში აცხადებენ, მარკირებისა და შეტყობინების ახალი ინსტრუმენტი დაეხმარება იმ 70 მილიონ ადამიანს, რომლებიც ადმინისტრირებას უწევენ სოციალური ქსელების გვერდებს.

ამასთან აღინიშნება, რომ ახალი შეზღუდვები არ იქნება გამოყენებული ისეთი თემების შემთხვევაში, როგორებიცაა: ვაქცინაცია, პოლიტიკა თუ კულტურული განსხვავებები.

10
თემები:
საერთაშორისო პანორამა