ჯო ბაიდენი

„ნაყინს მიიღებენ?“ ბაიდენმა ბავშვების გამო სიტყვა შეწყვიტა ვიდეო

59
(განახლებულია 18:25 02.06.2021)
ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას საუბარი შეწყვიტა და აუდიტორიაში მყოფ ორ პატარა გოგონას გამოელაპარაკა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ქალაქ ტალსაში (ოკლაჰომა) სიტყვით გამოდიოდა, საუბარი ორი პატარა გოგონას გამო შეწყვიტა, იუწყება გამოცემა The Hill.

​გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტს სურდა გაერკვია, მიიღებდნენ თუ არა აუდიტორიაში მყოფი ბავშვები შეხვედრის შემდეგ ნაყინს.

„მე უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ როცა ყველაფერი დამთავრდება, ორივე გოგონა მიიღებს ნაყინს“, — თქვა ბაიდენმა, რომელიც პირადად გამოელაპარაკა ხუთიოდე წლის ბავშვებს.

მისი თქმით, გოგონებისთვის პრეზიდენტის გამოსვლა აღმატებული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. 

ჯო ბაიდენი ტალსას 1921 წლის სისხლიანი მოვლენების 100 წლისთავის გამო ეწვია, რა დროსაც სამასი შავკანიანი დაიღუპა, ხოლო მათი ქონება დაწვეს. პრეზიდენტმა ასევე გამოაქვეყნა რასობრივი თანასწორობის გეგმა შეერთებულ შტატებში.

59
თემები:
საერთაშორისო პანორამა (468)

ბაიდენის პრესკონფერენცია სკანდალით დასრულდა - ვიდეო

25
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
აშშ-ის ლიდერმა ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ, რადგან მას პრეზიდენტის ნათქვამი არ ესმის, ესე იგი, შეუსაბამო საქმიანობითაა დაკავებული

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტ კეიტლინ კოლინზთან უთანხმოება მოუვიდა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის განრიგი თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.

ჟურნალისტებთან შეხვედრის მიწურულს, როდესაც ბაიდენი უკვე წასვლას აპირებდა, კოლინზმა მას ჰკითხა: „დარწმუნებული ბრძანდებით, რომ პუტინი საკუთარ ქცევებს შეცვლის?“

ბაიდენი დაბრუნდა და უპასუხა: არ ვარ დარწმუნებული, რომ შეცვლის საკუთარ ქცევებს. რას აკეთებდით მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ?..

ჟურნალისტი მას კვლავ ჩაეძია: დიახ, მაგრამ, მისი ქცევა არ შეცვლილა, და პრეს-კონფერენციაზე, თქვენთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ის უარყოფდა კიბერშეტევებში საკუთარ როლს, მან ასევე ნაკლები ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელობას, უარი თქვა ალექსეი ნავალნის სახელის თქმაზეც. მაშასე, რამდენად კონსტრუქციული იყო ეს შეხვედრა, როგორც ეს პრეზიდენტმა პუტინმა თქვა?

ბაიდენი: თუ ეს არ გესმით, ესე იგი თქვენთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწევით.“

ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს მოგვიანებით ბოდიში მოუხადა.

კოლინზმა მას მიუგო, რომ ბოდიში აუცილებელი არ იყო, ვინაიდან შეკითხვების დასმა მის საქმიანობის ძირითადი ნაწილია.

25
Facebook

კონფლიქტები აღარ იქნება: Facebook-ი ახალ პროგრამას ტესტავს

13
(განახლებულია 11:06 17.06.2021)
მარკირებისა და შეტყობინების ახალი ინსტრუმენტი ადმინისტრატორს საშუალებას მისცემს, სწრაფად შეზღუდოს ადამიანებს სორის კონფლიქტი ჯგუფებში

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სოციალური ქსელი Facebook-ი ტესტავს ხელოვნური ინტელექტს, რომელიც ჯგუფებში შეურაცხმყოფელ კომენტარებს  მონიშნავს, იუწყება CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, გაუადვილოს მოდერატორებს მუშაობა, რათა მათ დროულად აღმოფხვრან კონფლიქტები სოციალური ქსელების ჯგუფებში.

ხელოვნური ინტელექტი, მას შემდეგ, რაც პოტენციურად კონფლიქტურ კომენტარს მონიშნავს, ჯგუფის ადმინისტრატორს შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნის, რომელიც ცალკეულ იუზერებს კომენტირების შესაძლებლობას შეუზღუდავს — შეუნელებს მუშაობას ან შეუმცირებს კომენტარების რაოდენობას.

გარდა ამისა,  მიუღებელი ლექსიკის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი Moderation alert-ს (მოდერატორის გაფრთხილებას) მიიღებს.

როგორც Facebook-ში აცხადებენ, მარკირებისა და შეტყობინების ახალი ინსტრუმენტი დაეხმარება იმ 70 მილიონ ადამიანს, რომლებიც ადმინისტრირებას უწევენ სოციალური ქსელების გვერდებს.

ამასთან აღინიშნება, რომ ახალი შეზღუდვები არ იქნება გამოყენებული ისეთი თემების შემთხვევაში, როგორებიცაა: ვაქცინაცია, პოლიტიკა თუ კულტურული განსხვავებები.

13
თემები:
საერთაშორისო პანორამა (468)
სასწრაფო დახმარება

პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობის აივნიდან გადმოხტომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოხტა. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის მოკვლევა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ("სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. ექიმების თქმით, 46 წლის პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ტრავმული შოკი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან გუშინ გადმოხტა. იგი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში