ჯანმოს შტაბბინა ჟენევაში

არსებობს COVID-19-ის ყველაზე საშიში ოთხი შტამი: ჯანმოს განცხადება

62
(განახლებულია 17:11 02.06.2021)
ცოტა ხნის წინ ვიეტნამში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მანამდე ცნობილი ორი სახესხვაობის შეერთებით წარმოიშვა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას განსაკუთრებით აშფოთებს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ოთხი სახესხვაობა, რომლებიც სხვებზე სწრაფად ვრცელდება, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ ბრიფინგზე.

მან განსაკუთრებულად გამოყო ვიეტნამში აღმოჩენილი მუტაცია, რომელიც, მისი თქმით, უკვე კარგადაა ცნობილი ჯანმოს სპეციალისტებისთვის.

კერკჰოვემ აღნიშნა, რომ ვიეტნამში გამოვლენილი შტამი გამუდმებით იცვლება და მისი ევოლუცია, სავარაუდოდ, კვლავაც გაგრძელდება.

„საერთო ჯამში არსებობს ვირუსის ოთხი ვარიანტი, რომლებიც ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს. თუმცა ამ ვერსიების წინააღმდეგ კარგად მუშაობს ინფექციის გავრცელების აღმკვეთი ზომები“, — განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ კერკჰოვემ ბრიფინგზე არ ისაუბრა კორონავირუსის სამ სხვა სახიფათო სახესხვაობაზე.

მანამდე ვიეტნამში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც ბრიტანული და ინდური შტამების შეერთების შედეგად წარმოიშვა. ინფექციის ახალმა სახესხვაობამ ვიეტნამის ზოგ პროვინციაში კორონავირუსული დაავადების აფეთქება გამოიწვია.

62
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1339)
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები

პუტინისა და ბაიდენის ფართო ფორმატის შეხვედრა დასრულდა

3
ორი ფართო ფორმატის შეხვედრის ნაცვლად შედგა მხოლოდ ერთი, თუმცა თეთრმა სახლმა არც დაადასტურა და არც უარყო რუსეთი-აშშ-ის სამიტის დასრულება.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ჟენევაში დასრულდა რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა, იუწყება РИА Новости.

სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და მისი ამერიკელი კოლეგის, ჯო ბაიდენის შეხვედრა დაახლოებით 3,5 საათს გაგრძელდა. შედგა თითო შეხვედრა ვიწრო და ფართო ფორმატში. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო ორი ფართო ფორმატის შეხვედრა.

ბაიდენმა უკვე დატოვა ლა გრანჟის ვილა, სადაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა. გამგზავრებისას მან ცერა თითი ასწია. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

3

ვალდიმირ პუტინი ჟენევაში ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა - ვიდეო

32
(განახლებულია 16:20 16.06.2021)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს ჟენევაში მართავს

მათი პირველი შეხვედრის ადგილად ჟენევის ვილე ლა გრანჟი შეირჩა.

მანამდე კრემლში აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებები სამი ნაწილისგან შედგება, რომელთა შორისაც ორი ხანმოკლე შესვენება გაიმართება. წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 4 საათსა და 45 წუთს გასტანდა.

რუსულ დელეგაციაში შედიოდნენ რუსი დიპლომატი იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. ასევე მიწვეულები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი კოზაკი და პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი.

სამიტი 2018 წლის შემდეგ იქნება პირველი, როდესაც პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტთან.

32