პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

ძველი ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ მეგან მარკლი სამეფო ოჯახის ფანი იყო

58
(განახლებულია 21:24 01.06.2021)
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სიყვარულის ისტორია ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე აქტუალურ თემად ითვლება. მასზე ლაპარაკობენ მსოფლიოს ყველა კუთხეში

ინტერნეტში მეგან მარკლის 2014 წელს გადაღებული ფოტო ვრცელდება, სადაც ის ჟურნალით ხელში პოზირებს. საქმე იმაშია, რომ ჟურნალის გარეკანზე კეიტ მიდლტონია გამოსახული. ამან კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები იმაზე, რომ მეგანი წლების მანძილზე სამეფო ოჯახის დიდი ფანი იყო.

ადრე გავრცელდა ფოტო, სადაც ჯერ კიდევ თინეიჯერი მეგან მარკლი ბუკინგემის სასახლესთანაა გადაღებული. დასავლური მედია წერს, რომ მეგან მარკლი ყოველთვის ბევრს იკვლევდა სამეფო ოჯახის ცხოვრებას, ამიტომ პრინც ჰარისთან შეხვედრა მისი ოცნება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლი ინტერვიუში აცხადებს, რომ ის არასოდეს დაინტერესებულა სამეფო ოჯახის ცხოვრებით პრინც ჰარისთან შეხვედრამდე, ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

ცოტა ხნის წინ პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრისთან თავად ისაუბრა იმ სტრესზე, რომელსაც სამეფო ოჯახიდან წამოსვლამდე განიცდიდა. მაგალითად ჰარიმ გაიხსენა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც მეგანს ორსულობისას ჰქონდა. მის თქმით, ორსულმა მეგანმა მას გაუმხილა, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, ეს კი იმის გამო არ გააკეთა, რომ არ სურდა ჰარის მორიგი საყვარელი ადამიანი დაეკარგა.

58
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (27)

ბაიდენის პრეს-კონფერენცია სკანდალით დასრულდა - ვიდეო

18
აშშ-ის ლიდერმა ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ, რადგან მას არ ესმოდა პრეზიდენტის ნათქვამი, ის შეუსაბამო საქმიანობითაა დაკავებული

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტ კეიტლინ კოლინზთან უთანხმოება მოუვიდა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის განრიგი თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.

ჟურნალისტებთან შეხვედრის მიწურულს, როდესაც ბაიდენი უკვე წასვლას აპირებდა, კოლინზმა მას ჰკითხა: „დარწმუნებული ბრძანდებით, რომ პუტინი საკუთარ ქცევებს შეცვლის?“

ბაიდენი დაბრუნდა და უპასუხა: არ ვარ დარწმუნებული, რომ შეცვლის საკუთარ ქცევებს. რას აკეთებდით მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ?..

ჟურნალისტი მას კვლავ ჩაეძია: დიახ, მაგრამ, მისი ქცევა არ შეცვლილა, და პრეს-კონფერენციაზე, თქვენთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ის უარყოფდა კიბერშეტევებში საკუთარ როლს, მან ასევე ნაკლები ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელობას, უარი თქვა ალექსეი ნავალნის სახელის თქმაზეც. მაშასე, რამდენად კონსტრუქციული იყო ეს შეხვედრა, როგორც ეს პრეზიდენტმა პუტინმა თქვა?

ბაიდენი: თუ ეს არ გესმით, ესე იგი თქვენთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწევით.“

ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს მოგვიანებით ბოდიში მოუხადა.

კოლინზმა მას მიუგო, რომ ბოდიში აუცილებელი არ იყო, ვინაიდან შეკითხვების დასმა მის საქმიანობის ძირითადი ნაწილია.

18
Facebook

კონფლიქტები აღარ იქნება: Facebook-ი ახალ პროგრამას ტესტავს

11
(განახლებულია 11:06 17.06.2021)
მარკირებისა და შეტყობინების ახალი ინსტრუმენტი ადმინისტრატორს საშუალებას მისცემს, სწრაფად შეზღუდოს ადამიანებს სორის კონფლიქტი ჯგუფებში

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სოციალური ქსელი Facebook-ი ტესტავს ხელოვნური ინტელექტს, რომელიც ჯგუფებში შეურაცხმყოფელ კომენტარებს  მონიშნავს, იუწყება CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, გაუადვილოს მოდერატორებს მუშაობა, რათა მათ დროულად აღმოფხვრან კონფლიქტები სოციალური ქსელების ჯგუფებში.

ხელოვნური ინტელექტი, მას შემდეგ, რაც პოტენციურად კონფლიქტურ კომენტარს მონიშნავს, ჯგუფის ადმინისტრატორს შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნის, რომელიც ცალკეულ იუზერებს კომენტირების შესაძლებლობას შეუზღუდავს — შეუნელებს მუშაობას ან შეუმცირებს კომენტარების რაოდენობას.

გარდა ამისა,  მიუღებელი ლექსიკის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი Moderation alert-ს (მოდერატორის გაფრთხილებას) მიიღებს.

როგორც Facebook-ში აცხადებენ, მარკირებისა და შეტყობინების ახალი ინსტრუმენტი დაეხმარება იმ 70 მილიონ ადამიანს, რომლებიც ადმინისტრირებას უწევენ სოციალური ქსელების გვერდებს.

ამასთან აღინიშნება, რომ ახალი შეზღუდვები არ იქნება გამოყენებული ისეთი თემების შემთხვევაში, როგორებიცაა: ვაქცინაცია, პოლიტიკა თუ კულტურული განსხვავებები.

11
თემები:
საერთაშორისო პანორამა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო

დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში მიიღო

0
(განახლებულია 10:42 17.06.2021)
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს კათaლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო, ამის შესახებ მსჯავრდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„ევროპულმა სასამართლომ ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!", - წერს მამალაძე.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელმაც ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი მოამზადა.

„საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მეექვსე (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მესამე მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას", - აცხადებს ჯანდიერი.

ადვოკატის განცხადებით, დღეს იგი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგი მამალაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

0
თემები:
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე"