ტრაგედია ქორწილისას: გარდაცვლილი პატარძლის ნაცვლად კაცს საცოლის და მიათხოვეს

© Photo: Pixabay / SunilChavanსაქორწინო ცერემონია ინდოეთში
საქორწინო ცერემონია ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
როგორც გარდაცვლილის ბიძა ამბობს, ესოდენ მძიმე ორმაგი ემოცია – ერთდროული მწუხარება და სიხარული მანამდე არც მას, არც ოჯახის სხვა წევრებს არასდროს განუცდიათ.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ ინდოეთში პატარძალი პირდაპირ საქორწილო ცერემონიის დროს გარდაიცვალა, თუმცა ამის გამო დღესასწაული არ ჩაშლილა — ქალი სწრაფადვე ჩაანაცვლეს მისი დით, იუწყება India.com.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ სამასპურში მოხდა. 26 წლის სურაბჰი ქორწილის ფინალური ცერემონიის „ფერას“ წინ მოულოდნელად გახდა ცუდად. ქალმა გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა საქმროს კუმარ მანჯეშემის თვალწინ. ადგილზე გამოძახებულმა ექიმმა დაადგინა, რომ ქალს გულის შეტევა დაემართა.

როგორც ირკვევა, ნათესავები თავდაპირველად დაიბნენ, თუმცა მალე ერთ-ერთ მათგანს გარდაცვლილის მისი უმცროსი დით ჩანაცვლების იდეა დაებადა.

„არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით შექმნილ ვითარებაში. ორივე ოჯახი დავსხედით სალაპარაკოდ და უცბად ვიღაცამ შემოგვთავაზა – კუმარისთვის ჩემი უმცროსი და, ნიშა მიგვეთხოვებინა. ოჯახებმა ვიმსჯელეთ და დავთანხმდით ამ წინადადებას“, — ციტირებს გამოცემა გარდაცვლილის ძმის საურაბის სიტყვებს.

აღინიშნება, რომ სურაბჰი მხოლოდ საქორწილო ცერემონიისა და ყველა ტრადიციული პროცედურის დასრულების შემდეგღა დაკრძალეს.

როგორც გარდაცვლილის ბიძა აჯაბ სინგჰი ამბობს, მომხდარი მძიმე გამოცდად იქცა მთელი ოჯახისთვის.

„ერთ ოთახში მიცვალებული ქალიშვილი იწვა, მეორე ოთახში კი მეორე ქალიშვილის ქორწილი მიდიოდა. ასეთი არეული ემოციები მანამდე არ გვინახავს. მწუხარება სიკვდილისა და სიხარული ქორწილის გამო ჯერ კიდევ არ განელებულა“, — თქვა მან.

ყველა ახალი ამბავი
0