გემი ზღვაში

კარიბის ზღვაში გახრწნილი ცხედრებით სავსე ნავი აღმოაჩინეს

113
(განახლებულია 14:39 29.05.2021)
„უცნაური ნავი“ ადგილობრივმა მეთევზეებმა აღმოაჩინეს, როდესაც ზღვაში სათევზაოდ გასვლას აპირებდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა გარდაცვლილი შავკანიანი მამაკაცია.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტრინიდადი და ტობაგოს პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, რაც ადგილობრივმა მეთევზეებმა იპოვეს ნავი 14 გახრწნილი ცხედრით, ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც უწყების Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„პოლიციამ დაიწყო გამოძიება ნავში 14 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ. ნავი დღეს დილით ბელ-გარდენთან (ტობაგო) ოთხ მილში ნახეს“, - იუწყებიან პოლიციაში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ნავში ასევე თავის ქალა და ძვლები იპოვეს.

„უცნაური ნავის“ შესახებ პოლიციას აცნობეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც 6:30 საათზე ზღვაში სათევზაოდ გადიოდნენ, აღნიშნეს პოლიციაში.

„ნავის დათვალიერებისას მეთევზეებმა ძლიერად გახრწნილი ცხედრები იპოვეს“, - იუწყებიან პოლიციაში. აღნიშნულია, რომ მეთევზეებმა ნავი ნაპირზე გამოიყვანეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

ტრინიდადი და ტობაგოს საგანგებო სიტუაციების სააგენტო მიუთითებს, რომ აღმოჩენილი ნავი უცხოური იყო.

ცხედრები ამოცნობისა და გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მორგში გადაასვენეს, აცხადებენ პოლიციაში.

როგორც Daily Express-ის ადგილობრივი გამოცემა იუწყება, ყველა გარდაცვლილი შავკანიანი მამაკაცია.

113
საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთში 16 წლის საქართველოს მოქალაქე თანატოლებმა მოკლეს

34
(განახლებულია 15:50 19.06.2021)
ქალაქ რუანის მერი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ. 

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რუანის გარეუბანში, სოტევილ-ლე-რუანში (Sotteville-les-Rouen) საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ჯგუფებს შორის დაპირისპირებას 13 ივნისს საღამოს ემსხვერპლა. ის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბიჭს დაზიანებები ძირითადად თავის არეში სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის ხელკეტები და ბლაგვი საგნები ეჭირათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაღუპული საქართველოს მოქალაქე რუანის სკოლის მოსწავლე იყო, ის საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

თვითმხილველების განცხადებით, ხელჩართული ჩხუბი, სავარაუდოდ, ორი უბნის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას მოყვა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 2002 წელს დაბადებული ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, რადგან მისი მონაწილეობა კონფლიქტში არ დადასტურდა. შემდგომში დააკავეს 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი, ისინი ამ დრომდე რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში ეჭვმიტანილის სტატუსით.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ორშაბათს დაკრძალავენ. დაკრძალვის პროცესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა საფრანგეთში მცხოვრები სხვა ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის მერია მოუწოდებს მათ, არ შეეცადონ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დაელოდონ გამოძიებას.

34
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

მეგან მარკლის ფოტოები, რომელთა გაქრობაზეც სამეფო ოჯახი ოცნებობს

52
(განახლებულია 13:10 18.06.2021)
მეგან მარკლს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრს უწოდებენ. მან ნამდვილად შეცვალა პრინცის ცხოვრება და არაერთი სამეფო ტრადიცია დაარღვია.

სანამ პრინც ჰარის ცოლი გახდებოდა, ბრიტანული ტაბლოიდები ბევრს წერდნენ მის წარსულზე და ამბობდნენ, რომ მისი ძველი ცხოვრების წესი არისტოკრატიისთვის შეუფერებელი იყო. მართალია, მსახიობმა შეიცვალა ჩაცმის სტილი და მედიაშიც ხშირად აღარ ჩნდება, თუმცა ინტერნეტში დღემდე მოიპოვა მისი ძველი ფოტოები. სურათები, რომლებიც ნამდვილ და ლაღ მეგან მარკლს ასახავენ და ფოტოები, რომელთა არსებობაც, დიდი ალბათობით, სამეფო ოჯახს სულაც არ სიამოვნებს.

​ინტერნეტში არსებობს მეგანის გამოსაშვები საღამოს ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ის, როგორ მხიარულად ატარებს დროს მეგობრებთან ერთად. თუმცა გართობის ასეთი ფორმა ბრიტანული მაღალი საზოგადოებისთვის შეუფერებელია.

მეგან მარკლი 22 წლის იყო როდესაც პირველი ოფიციალური ფოტოსესია მოეწყო მისთვის და სურათებში საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება.  მეგანს ფოტოები გადაუღეს General Hospital-სთვის, სადაც პირველად გამოჩნდა ეკრანზე. ეს ფოტოები გადაღებულია 8 წლით ადრე მანამდე, სანამ პოპულარულ სერიალ Suits-ში რეიჩელის როლს შეასრულებდა.

​აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ამ ეტაპით მეგანი თავადაც არ ამაყობს, თუმცა სამეფო ოჯახისთვის მისი ამგვარი სამსახური კატეგორიულად მიუღებელია და ამჯობინებენ, რომ ფოტოები, რომელიც მარკლის აღნიშნულ სამსახურს ასახავს, საერთოდ არ არსებობდეს.

​სანამ პრინც ჰარის გაჰყვებოდა ცოლად, მეგან მარკლი დაქორწინებული იყო პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე. წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნო, 2011 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 2013 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. ეს კიდევ ერთი თავია მეგან მარკლის ცხოვრებიდან, რომელზე საუბარიც სამეფო ოჯახისთვის არცთუ ისე სასიამოვნოა.

​მას შემდეგ, რაც მეგანი სერიალ Suit-ში გამოჩნდა, მან დიდი წარმატება მოიპოვა და ხშირად იყო სხვადასხვა დაჯილდოებების სტუმარი, ხშირად ჩნდებოდა წითელ ხალიჩაზე, ხოლო მისი მაშინდელი სტილი შეუფერებელი იყო სამეფო ოჯახის სტილისთვის. ამიტომაც იმ პერიოდის ფოტოების ნახვა ბრიტანული არისტოკრატიისთვის სასიამოვნო სულაც არ არის.

52
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები
შოთა არველაძე

შოთა არველაძე: ბავშვობაში „მზიურიდან“ კარი მოვიპარეთ

0
(განახლებულია 16:34 19.06.2021)
შოთა არველაძე იხსენებს ბავშვობას და იმდროინდელ ამბებს, როდესაც სკოლის მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ არ უშვებდნენ.

 

არველაძე
„ჩვენთან დიდი საფეხბურთო მოედანი იყო, რომელსაც  კარი არ ჰქონდა. ქვემოთ კი, „მზიურთან“ რომ მოედანი იყო, კარი იყო. იმ მოედანზე არავინ თამაშობდა, ამიტომ ვიფიქრეთ  რაში სჭირდებათ–თქო და ის კარი წამოვიღეთ“,- იხსენებს შოთა არველაძე.

არველაძის თქმით, მათთან სახლში უცნობი მამაკაცი მივიდა და მომხდარი ფაქტის შესახებ დედას უამბო.

0