ქეით მიდლტონი

ლურჯი ორეული - ქეით მილდტონმა პრინცესა დიანას კიდევ ერთხელ მიბაძა - ფოტოები

88
(განახლებულია 12:56 28.05.2021)
ქეითის სტილს ხშირად ადარებენ პრინცესა დაიანას სტილს და მათ შორის მართლაც იპოვნით ბევრ მსგავსებას. ხშირად ამბობენ, რომ ქეითის შთაგონების წყარო ნამდვილად არის მისი ქმრის დედა.

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა შოტლანდიაში ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრა სოციალური დახმარების ფონდში გამართეს, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის მეთოდები განიხილეს.

ამ დღეს ქეით მიდლტონმა არჩევანი საყვარელ ლურჯ ფერზე გააკეთა. ის „ზარას“ ლურჯ პიჯაკსა და „ჰოუპის“ პლისე ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი.

დღეს კი მედია წერს პრინცესა დაინასა და ქეით მიდლტონის გასაოცარ მსგავსებაზე. საუბარია პრინცესა დაიანას ორბორტიან, ამავე სტილისა და ფერის პიჯაკზე, რომელიც მას 1992 წელს ეცვა. მედია წერს, რომ ქეით მიდლტონმა ამ ჟესტით კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გარდაცვლილი ლეიდი დის ხსოვნას.

ქეით მიდლტონის ცხოვრება, მისი თითოეული ნაბიჯი და რა თქმა უნდა, ჩაცმის სტილი ყოველთვის ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში. პრინც უილიამის ცოლი და კემბრიჯის ჰერცოგინია უდავოდ გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნებით. მისი სტილი დახვეწილი და ქალურია.

ქეითის სტილს ხშირად ადარებენ პრინცესა დაიანას სტილს და მათ შორის მართლაც იპოვნით ბევრ მსგავსებას. ქეითი ხშირად ცდილობს პრინცესა დაიანას მსგავსად ჩაიცვას. ლედი დი ქეითის შთაგონების წყაროა.

88
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (27)
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები

პუტინმა და ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

4
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, იუწყება РИА Новости.

დოკუმენტი ეძღვნება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს.

„რუსეთმა და აშშ-მ აჩვენეს, რომ დაძაბულობის პერიოდებშიც შესწევთ უნარი, მიაღწიონ პროგრესს სტრატეგიულ სფეროში წინასწარი გათვლების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული კონფლიქტების რისკებისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებასთან  დაკავშირებული ერთობლივი მიზნების რეალიზაციის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მაგალითის სახით მითითებულია „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ“ (СНВ) შეთანხმების ამასწინანდელი გაგრძელების ფაქტი.

„დღეს ჩვენ ვადასტურებთ იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომლის თანახმად, ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასდროს არ უნდა გაჩაღდეს“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ დაიწყება კომპლექსური დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მომავალ კონტროლს შეიარაღებაზე.

სტრატეგიული სტაბილურობისათვის საკვანძო შეთანხმება СНВ-3 ამოქმედდა 2011 წლის 5 თებერვალს. ეს ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა შეიარაღების შემცირებაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის და თითოეული ქვეყნისთვის ლიმიტს აწესებს: 700 კონტინეტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე, ასევე 1550 ქობინი, 800 განთავსებული და განუთავსებელი გამშვები დანადგარი.

მხარეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და არსენალი შეთანხმებაში მითითებულ ოდენობას არ აჭარბებს. 2021 წლის დასაწყისში, აშშ-ის სათავეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, შეთანხმება უცვლელად ხუთი წლით გახანგრძლივდა. წინა ადმინისტრაცია შეთანხმების გაგრძელებას ბოლომდე აჭიანურებდა, რაც სტრატეგიული სტაბილურობის მთელ სისტემას ნგრევის საფრთხეს უქმნიდა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

 

4
ვლადიმი8რ პუტინი

რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

14
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები იმისათვის ხვდებიან, რომ სამყარო ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის აყვავებულ სახლად აქციონ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა კანადელი ჟურნალისტის ცხრა წლის ქალიშვილის კითხვას იმაზე, თუ რისთვისაა საჭირო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა და რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი.

„პასუხი მარტივია. საჭიროა ირგვლივ მიმოიხედო და თქვა: „ხედავ, როგორი მშვენიერია ეს სამყარო?! და ზრდასრული ადამიანები, ორი ქვეყნის, უმსხვილესი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ერთმანეთს ხვდებიან იმისათვის, რომ ეს სამყარო აქციონ უსაფრთხო, საიმედო, აყვავებულ სახლად ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის. ისინი ისაუბრებენ საშიშ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უნდა შეიზღუდოს, და შეიმუშავებენ მისი არგამოყენების საერთო წესებს. ისინი ისაუბრებენ გარემოს დაცვაზე, იმაზე, რომ მდინარეები და ზღვები იყოს სუფთა, რათა არ მოხდეს წყალდიდობები, გვალვები, რათა საკმარისი სურსათი იყოს პლანეტის ყველა ბინადარისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ისაუბრებენ ჯანდაცვის საკითხებზე, რათა როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ ნაკლებად იავადმყოფონ, შეძლონ სწავლა და მომავლის არ შეეშინდეთ“. ვისურვებდი, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო (მიმართა ჟურნალისტებს, - რედ.), გააშუქოთ სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

14