სკანდალური სასამართლო გადაწყვეტილება - ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სასამართლო პროცესი მოუგო

© photo: Sputnik / Alexey Petrov / გადასვლა მედიაბანკშიანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
მარ­თა­ლია, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და ბრედ პიტი წლე­ბია, რაც და­შორ­დნენ, მაგ­რამ მათ შო­რის სა­სა­მარ­თლო დავა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. დავა კი შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის მო­პო­ვე­ბას ეხე­ბა

ჰოლივუდის მსახიობმა პრედ პიტმა შვილებზე, რომელიც მას ანჯელინა ჯოლისგან ჰყავს, საერთო მეურვეობა მოიპოვა. ამის შესახებ Page Six-ი წერს. ამ საკითხზე ყოფილი წყვილის სასამართლო პროცესი თითქმის 5 წელი გრძელდებოდა. გამოცემის ცნობით, ახლა მეურვეობის შესახებ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.

„ბრედს უბრალოდ სურდა საკუთარ შვილებთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა და ცხადი იყო, რომ ანჯელინა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, - ამბობს გამოცემის წყარო.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ოფიციალურად კი 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა. მათ 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი ბიოლოგიური, 3 კი ნაშვილებია.

სა­სა­მარ­თლოს არ ეთან­ხმე­ბა ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და აპი­რებს ბრძო­ლა გა­აგ­რძე­ლოს, რათა ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მას ჰქონ­დეს. ის აკ­რი­ტი­კებს მო­სა­მარ­თლეს და აცხა­დებს, რომ არ და­უშ­ვებს, რომ ზი­ა­ნი მი­ად­გეს მის შვი­ლებს.

ან­ჯე­ლი­ნა ბრედ პიტს შვი­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, თუმ­ცა პიტს ეს ბრალ­დე­ბა სა­სა­მარ­თლომ მო­უხ­სნა. რო­გორც ტაბ­ლო­ი­დე­ბი წერ­დნენ, ჯო­ლიმ ბრედ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შვი­ლე­ბის მი­მართ მისი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო მი­ი­ღო. გა­სულ წელს Vogue-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ან­ჯე­ლი­ნამ თქვა, რომ ბრედს ოჯა­ხის „კე­თილ­დღე­ო­ბის“ გამო და­შორ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა პიტს, მან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ GQ-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და თქვა, რომ ალ­კოჰოლ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მა­რი­ხუ­ა­ნას მო­იხ­მარ­და, რა­მაც დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ოჯა­ხის დან­გრე­ვა.

ყველა ახალი ამბავი
0