პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

დედოფლის კოშმარი: პრინცმა ჰარიმ ელისაბედ მეორე მოატყუა

73
(განახლებულია 22:17 27.05.2021)
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის წყვილი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრინცი ჰარის მორიგი ინტერვიუ კვლავ სკანდალური აღმოჩნდა.

პრინც ჰარისა და ოპრა უინფრის ახალმა ფილმმა პრემიერის შემდეგ დედოფალი შოკში ჩააგდო: ელისაბედ მეორე მიხვდა, რომ შვილიშვილმა კიდევ ერთხელ გააცურა. როგორც ჩანს, დედოფლისთვის ზოგიერთი ეპიზოდი სიუპრიზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გამოსვლამდე ჰარიმ დეტალები მასთან შეათანხმა, ხოლო დედოფალი მას მიენდო და ნება დართო – ესაუბრა სამეფო ოჯახზე.

ოპრა უინფრიისა და პრინც ჰარის პროექტი ფსიქიკური ჯანმრთელობის დიდი ხნის წინ - 2018 წელს დაიგეგმა. მაშინ დედოფალმა პირადად მისცა უფლება შვილიშვილს, მონაწილეობა მიეღო გადაღებებში, ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ მას შეიძლება ეღალატა მისთვის. მაგრამ ფილმის შინაარსმა და ჰარის ახალმა განცხადებებმა მას დიდი დარტყმა მიაყენა.

პრინცმა ჰარიმ კიდევ ერთხელ უღალატა ბებიის ნდობას – ასეთი სათაურები გაჩნდა ბრიტანულ პრესაში ფილმის პრემიერის შემდეგ, სახელწოდებით „მე, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ“. დოკუმენტურ ფილმში მეგან მარკლის მეუღლემ ოპრა უინფრის ოჯახის საიდუმლოებები გაუმხილა და ყველა პრობლემაში სასახლე დაადანაშაულა.
„სასახლეში არავის სხვა გრძნობა არ აქვს ჰარის ფსიქოლოგიური ტრავმისადმი თანაგრძნობის გარდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის სატელევიზიო შოუში ასეთ ამბებს ჰყვება, სულ უფრო მეტ კითხვას იწვევს და აწუხებს დედოფალს. პრინცმა თავდაპირველად თავისი შოუ არასწორად წარუდგინა თავის ოჯახს, რაც ნიშნავს, რომ მან შეცდომაში შეიყვანა“, – თქვა წყარომ.

ფილმში ჰარიმ არა მხოლოდ თავის პრობლემებზე ისაუბრა, არამედ დედის დიანას ფსიქოლოგიურ ტრავმაზეც, და ასევე დაადანაშაულა მამა პრინცი ჩარლზი იმაში, რომ მისგან ჰარის მხარდაჭერა არ ჰქონდა პრინცესას გარდაცვალების შემდეგ.

73
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები (31)
ჯეფ ბეზოსი

„არ მივცეთ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების უფლება“: პეტიციას 50 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი

22
(განახლებულია 12:03 21.06.2021)
ჯეფ ბეზოსი თავის ძმასთან და კიდევ ერთ ტურისტთან ერთად, რომელმაც ამის უფლება 28 მილიონ დოლარად მოიპოვა, კოსმოსში 20 ივლისს გაფრინდება

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. პეტიციას, რომელიც მოუწოდებს, არ დაუშვან ინტერნეზმაღაზია amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსის კოსმოსიდან დაბრუნება, უკვე 50 ათასამდე კაცმა მოაწერა ხელი, იუწყება გამოცემა Insider-ი.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსი, რომელიც ასევე არის კოსმოსური კვლევების კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი, 20 ივლისს გაფრინდება ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად კოსმოსში რაკეტა New Shepard-ით. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გაავრცელა.

ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ ინტერნეტში ორი პეტიცია გაჩნდა, რომელთა ავტორებიც მილიარდერის დედამიწაზე დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან და მისთვის ამ უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ. სულ რაღაც ათიოდე დღეში ორივე პეტიციას ათობით ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

საიტ change.org-ზე გამოქვეყნებულ ერთ პეტიციას „არ მივცეთ ბეზოსს დედამიწაზე დაბრუნების უფლება“  ამ დროისათვის 38 ათასი კაცი ეთანხმება.

„მილიარდერები არ უნდა არსებობდნენ... არც დედამიწაზე და არც კოსმოსში. მაგრამ თუ მათ [კოსმოსში გაფრენა] გადაწყვიტეს, მაშინ იქ უნდა დარჩნენ“, − ნათქვამია მასში.

ამასთან ხელმომწერებმა აღნიშნეს, რომ „დედამიწას არ ესაჭიროება ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ჯეფ ბეზოსი, ბილ გეითსი, ილონ მასკი „და სხვა მათი მსგავსი მილიარდერები“.

მეორე პეტიციას, „ჯეფ ბეზოსის დედამიწაზე მეორედ მოსვლის დაუშვებლობის“ მოწოდებით, უკვე თითქმის 20 ათასი ხელმომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა იზრდება.

როგორც პეტიციის ინიციატორები აღნიშნავენ, ბეზოსი „ბოროტი მეფეა, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის... კაცობრიობის ბედი ჩვენს ხელთაა“.

გავრცელებული ცნობით, ჯეფ და მარკ ბეზოსები და ასევე Blue Origin-ის აუქციონის გამარჯვებული, რომელმაც კოსმოსში ტურიზმის უფლება 28 მილიონ დოლარად მოიპოვა, 11 წუთს იფრენენ კოსმოსში. მათ გუმბათის ფორმის კაფსულაში მოათავსებენ, რომელიც რაკეტმზიდის ზედა ნაწილში იქნება დამონტაჟებული.

როდესაც რაკეტა New Shepard-ი დედამიწის ზედაპირიდან 10 კმ სიმაღლეს მიაღწევს, კაფსულა რაკეტმზიდს მოცილდება, ატმოსფეროში შემოვა და დედამიწაზე პარაშუტებით დაეშვება.

22
თემები:
საერთაშორისო პანორამა
აშშ-სა და ჩინეთის დროშები

თუ გამოძიებას ხელს შეუშლის: აშშ ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

16
(განახლებულია 11:16 21.06.2021)
ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა არის აშშ-ის ძალისხმევების ძირითადი ნაწილი, რათა პეკინი მკაცრი არჩევანის წინაშე დადგეს

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ უარს იტყვის კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების საკითხში თანამშრომლობაზე, განაცხადა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

„დიპლომატიური მოსამზადებელი სამუშაო − მსოფლიო ხალხების გაერთიანება, ჩინეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლას − ეს არის ჩვენი ძალისხმევების ძირითადი ნაწილი, რათა საბოლოოდ ჩინეთი მკაცრი არჩევანის წინაშე დავაყენოთ: ისინი ან პასუხისმგებლიანად მოიქცევიან და გამომძიებლებს რეალური სამუშაოს ჩატარებისა და იმის გარკვევის უფლებას მისცემენ, თუ საიდან გაჩნდა [კორონავირუსი], ან ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იზოლაციას შეეჯახებიან“, − აღნიშნა სალივანმა.

ამასთან პრეზიდენტის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ გამოძიების დროს მხოლოდ ჩინეთის მონაცემებს კი არ დაეყრდნობა, არამედ დაზვერვისა და ასევე სხვა მონაცემებსაც გააანალიზებს, რათა დადგინდეს, როგორ წარმოიშვა და გავრცელდა კორონავირუსი მთელ მსოფლიოში.

აშშ-მიაჩნიათ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი შესაძლოა უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. ამაში ვაშინგტონს ბრიტანული დაზვერვაც ეთანხმება და აცხადებს, რომ SARS-CoV-2-ის ლაბორატორიიდან გამოღწევა გამორიცხული არ არის.  როგორც ბრიტანელი პროფესორი ანგუს დალგლიში და ნორვეგიელი  ვირუსოლოგი ბირგერ სორენსენი წერდნენ, მათ კორონავირუსული ინფექციის ხელოვნური წარმოშობის თაობაზე მტკიცებულებები აქვთ.

აღნიშნული ინფორმაციების პასუხად ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ COVID-19-ის წარმოშობას მეცნიერები უნდა იკვლევდნენ და არა სპეცსამსახურები.

მანამდე, მიმდინარე წლის მარტში, ჯანმომ გამოაქვეყნა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა, რომლებიც უჰანში იმყოფებოდნენ კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად. ექსპერტებმა მაშინ COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობა „უკიდურესად ნაკლებსარწმუნოდ“ შეაფასეს.

შეერთებულმა შტატებმა და კიდევ 13-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების მიმართ ეჭვებია გამოთქმული და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად აუცილებელია „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“ გამოძიების ჩატარება.

16
თემები:
საერთაშორისო პანორამა
იუსტიციის სახლი

სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: ატესტატების გაცემა დაიწყო

9
(განახლებულია 11:44 21.06.2021)
აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის გაცემა დღეიდან,  21 ივნისიდან დაიწყო, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სააგენტოს ინფორმაციით, აბიტურიენტებმა სასკოლო ატესტატის მისაღებად განაცხადი უნდა შეიტანონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მეათე სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი მათ  შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევთ ( მე-5 სამუშაო დღეს - 20 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს - 30 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს - 40 ლარი, 1 სამუშაო დღეში - 50 ლარი).

„სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე  ელექტრონული ასლის ფორმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მზა ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ასევე, ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე. 

რაც შეეხება ელექტრონულ ატესტატს, ის  არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. აბიტურიენტმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.

მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, სკოლადამთავრებული შეძლებს ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარების დროს მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ.

ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონულ პორტალ my.gov.ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით.

იმ შემთხვევაში კი, თუ  პირი ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი მომდევნო წელს გაიცემა.

9
თემები:
განათლება საქართველოში