სროლა კალიფორნიაში: ცხრა ადამიანი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა

© AP Photo / David Zalubowskiაშშ-ის პოლიცია
აშშ-ის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
სან-ხოსეს ცენტრში სროლა ატეხა რკინიგზის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც მანამდე თავისი სახლი დაწვა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. ცხრა დაღუპული და უამრავი დაჭრილი ადამიანი - კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეს ცენტრში სროლა იყო, იუწყება РИА Новости.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის, რასელ დევისის თქმით, მოკლულებს შორის ერთ-ერთი ეჭვმიტანილია.

ინციდენტი ოთხშაბათ დილით ქალაქის ცენტრში, დეპოს ტერიტორიაზე მოხდა. მსროლელი რკინიგზის კომპანია VTA-ში მუშაობდა.

გადაუდებელი დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
ინდიანაპოლისში სროლები იყო – არიან დაშავებულები

პოლიციაში ასევე შევიდა შეტყობინებები შესაძლო ბომბების შესახებ დანაშაულის ადგილზე.

ოლქის შერიფმა ლორი სმიტმა დაადასტურა ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობა - კომპლექსის ტერიტორიაზე ისინი სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა იპოვეს. საქმის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

გაზეთ LATimes-ის ძალოვან სტრუქტურებში არსებული წყაროების მონაცემებით, ეჭვმიტანილმა საკუთარი სახლი დაწვა და VTA-ს პროფკავშირის წევრების შეხვედრაზე მივიდა, სადაც შეკრებილების მისამართით ცეცხლი გახსნა.

საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს თეთრ სახლში. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, თეთრ სახლში გამოძიების მსვლელობას აკვირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0