„არ გაჩერდებიან, სანამ მეგანი არ მოკვდება“ – პრინცმა ჰარიმ საიდუმლო გაამხილა

© FB / Harry & Meghan: The Duke & Duchess of Sussexმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის წყვილი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრინცი ჰარის მორიგი ინტერვიუ კვლავ სკანდალური აღმოჩნდა.

დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილი აგრძელებს სამეფო ოჯახის წინააღმდეგ “გამოსვლებს”. “სამეფო ოჯახის განადგურება. მესამე ეპიზოდი” – ასე დაასათაურა ამერიკულმა პრესამ პრინცი ჰარის მორიგი ინტერვიუ, რომელიც დოკუმენტური ფილმის The Me You Can’t See (მე, რომელსაც შენ ვერ ხედავ) ფარგლებში ჩაიწერა.

ჰარიმ ინტერვიუს დროს მისი მეუღლის მეგანის მდგომარეობასა და საკუთარ შიშებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. სასექსის ჰერცოგი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახი მეგანს არ დახმარებია, როდესაც მას სუიციდური ფიქრები ჰქონდა. „ისტორია მეორდება“ – ამ სიტყვებით პრინცმა ჰარიმ პარალელი მისი დედის, პრინცესა დიანას ცხოვრებასთან გაავლო, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ჰარი 12 წლის იყო. „მე ვერ დავკარგავ კიდევ ერთ ქალს ჩემს ცხოვრებაში. არ გაჩერდებიან, სანამ მეგანი არ მოკვდება“, – აღნიშნა მან.

ჰარის თქმით, დედაზე პირველი მოგონება ისაა, რომ პრინცესა დიანა „ცრემლების გამო მანქანას ვერ მართავდა, რადგან მას ფოტოგრაფები მისდევდნენ“. „მის სიკვდილამდე ეს ყოველდღე ხდებოდა. არანაირი დაცვა არ არსებობდა. ერთ-ერთი გრძნობა, რომელიც ყოველთვის მაწუხებს, უმწეობაა”, – აღნიშნა მან.

ახლა მეგანი მეორე შვილს ელოდება, რის შესახებაც რამდენიმე კვირის წინ გაამხილა. მეგანი გოგონას ელოდება, თუმცა ექნება თუ არა მას პრინცესას ტიტული, ამას დრო გვიჩვენებს.

გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრობაზე — სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულების შენარჩუნებით. წყვილი აცხადებდა, რომ სურდათ უარი ეთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მიღებაზე, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ.

ყველა ახალი ამბავი
0