მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში ისევ განხორციელდა

© AFP 2024 / Gil Cohen-Magenდაბომბვის შედეგი
დაბომბვის შედეგი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 58 – ბავშვი.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ერთ ღამეში 60 რაკეტა გაუშვეს, იუწყება РИА Новости ისრაელის არმიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ინფორმაციის მიხედვით, ათობით რაკეტა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ შეაჩერა, კიდევ რამდენიმე თავად სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

საომარი მოქმედებები ღაზის სექტორში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
ისრაელმა ღაზის სექტორზე მორიგი დარტყმა განახორციელა

გუშინდელი საღამოსთვის ცნობილი იყო ისრაელის მიმართულებით გაშვებული 3,1 ათასი რაკეტის შესახებ. ამ დილით საპასუხო ცეცხლით ისრაელის მხარემ ჰამასის მაღალჩინოსნების რამდენიმე სახლი გაანადგურა.

10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 58 – ბავშვი.

ღაზის სექტორი პალესტინის ნაწილია, რომლის ტერიტორიის დაყოფას არაბთა და ისრაელელთა მრავალწლიანი კონფლიქტის მონაწილეები აპროტესტებენ. გაეროს გენასამბლეამ 1947 წელს პალესტინის გაყოფის გეგმა შეიმუშავა, რომელიც არაბულმა მხარემ დღემდე არ ცნო. 2007 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ ღაზის სექტორს ისლამური ორგანიზაცია „ჰამასი“ მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0