მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისრაელმა ღაზის სექტორზე მორიგი დარტყმა განახორციელა

© AP Photo / Ariel Schalitსაომარი მოქმედებები ღაზის სექტორში
საომარი მოქმედებები ღაზის სექტორში - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში ავიადარტყმები ასევე განახორციელა მოძრაობა „ჰამასის“ ოფისებსა და ლიდერების სახლებზე.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე მორიგი შეტევა განახორციელა, ავიადარტყმები „ტერორისტულ სამიზნეებზე“ მოხდა, ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ღაზის სექტორის დაბომბვა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
ისრაელის არმიამ „ჰამასის“ მეთაურთა სახლები და ოფისები დაბომბა

10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის მანძილზე ღაზის სექტორიდან დაახლოებით 1750 რაკეტა გაუშვეს. ოფიციალური თელ-ავივის ცნობით, საპასუხოდ „ჰამასის“ ობიექტებზე 600-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა შვიდი მოქალაქე, 200-ზე მეტი დაშავდა.

პალესტინა კი 170-ზე მეტი გარდაცვლილისა და 1000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

საზღვარზე ვითარების გამწვავებას წინ უძღოდა აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება. არეულობა 8 მაისს, ღამით დაიწყო, რომლის მიზეზიც აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიხ-ჯარაჰის კვარტლიდან პალესტინელთა რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0