ბიზნესმენი ბიტკოინით ხელში

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი: Forbes-ი ვინაობას ასახელებს

100
(განახლებულია 16:14 05.05.2021)
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერის საფულე 333 520 ტოკენს მოიცავს, რომელთაგან თითოეულის ფასი 3 ათას დოლარზე მეტია.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერის ვინაობა ცნობილია — ეს წარმოშობით რუსი, 27 წლის ვიტალი ბუტერინია, იუწყება Forbes-ი.

​გამოცემამ გამოითვალა, რომ ბლოკჩეინ-პლატფორმისა და ციფრული ვალუტა Ethereum-ის შემქმნელის ქონებამ 1,09 მლრდ დოლარს მიაღწია მას შემდეგ, რაც ტოკენის ფასმა პირველად გადააჭარბა 3000 დოლარს.

ბუტერინის კრიპტოვალუტური საფულე 333 520 ტოკენს მოიცავს. გასული წლიდან ბუტერინის ქონება 25-ჯერ გაიზარდა.

Ethereum-ი მეორე უდიდესი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 389 მლრდ დოლარია. ის მხოლოდ ბიტკოინს ჩამორჩება, რომლის კაპიტალიზაციაც 1,05 ტრილიონი დოლარია. ბოლო წლის განმავლობაში ბუტერინის მიერ შექმნილი ციფრული მონეტის ფასი 325%-ზე მეტით გაიზარდა.

​ვიტალი ბუტერინი 1994 წელს დაიბადა კოლომნაში. მოგვიანებით ის ოჯახთან ერთად კანადაში, ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად. 2014 წელს ვიტალიმ ცნობილი ვენჩურული კაპიტალისტის პიტერ ტილის პრემია მიიღო, რამაც მას საშუალება მისცა, ბიტკოინის კრიპტოვალუტური ქსელი შეესწავლა. უკვე ერთი წლის შემდეგ ბუტერინმა საკუთარი ბლოკჩეინ-პლატფორმა Ethereum აამუშავა.

 

100
თემები:
საერთაშორისო პანორამა (394)
ისრაელი

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტა გაუშვეს

17
(განახლებულია 13:04 18.05.2021)
ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 61 – ბავშვი.

თბილისი, 18 მაისი -Sputnik. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ერთ ღამეში დაახლოებით 90 რაკეტა გაუშვეს, მათგან 20 ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, იუწყება РИА Новости ისრაელის არმიის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

„07:00 საათის მდგომარეობით: გუშინ 19:00 საათიდან დაწყებული ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე დაახლოებით 90 რაკეტის გაშვება დაფიქსირდა, მათგან 20 ღაზის სექტორში ჩამოვარდა“, – ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ესკალაციის დაწყებიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3.350 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც დაახლოებით 500 სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.  ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 61 – ბავშვი.

ღაზის სექტორი პალესტინის ნაწილია, რომლის ტერიტორიის დაყოფას არაბთა და ისრაელელთა მრავალწლიანი კონფლიქტის მონაწილეები აპროტესტებენ. გაეროს გენასამბლეამ 1947 წელს პალესტინის გაყოფის გეგმა შეიმუშავა, რომელიც არაბულმა მხარემ დღემდე არ ცნო. 2007 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ ღაზის სექტორს ისლამური ორგანიზაცია „ჰამასი“ მართავს.

17
თემები:
მსოფლიო დღეს
 აბრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტერიტორიის შესასვლელთან

კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაუქმდა

16
(განახლებულია 00:48 18.05.2021)
მომდევნო ფორუმი 2022 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, მის თარიღსა და ჩატარების ადგილს მიმდინარე წლის ზაფხულში დაადგენენ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო გაუქმდა, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

მიმდინარე წელს ყოველწლიური ღონისძიება სინგაპურში 17-20 აგვისტოს უნდა გამართულიყო.

„სამწუხაროდ, სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში განვითარებული ტრაგიკული გარემოებები, გაურკვეველი პერსპექტივები სამოგზაურო სფეროში, ვაქცინაციის გავრცელების სხვადასხვა სიჩქარე და COVID-19-ის ახალ ვარიანტებთან დაკავშირებული გაურკვევლობა - ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის გლობალური შეხვედრის გამართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღინიშნა, რომ მომდევნო ფორუმი 2022 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. მის თარიღსა და ჩატარების ადგილს მიმდინარე წლის ზაფხულში დაადგენენ.

„ეს იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა.

გასულ წელს იგეგმებოდა, რომ პანდემიის გამო გადადებული ფორუმის სხდომა გაიმართებოდა არა შვეიცარიის დავოსში, არამედ ლუცერნში, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა, რომ ფორუმი სინგაპურში ჩატარდებოდა.

16
სასწრაფო დახმარება

სამეგრელოში კორონავირუსს 79 წლამდე ქალი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 14:00 18.05.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 110-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სამეგრელოს–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა,  იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.  

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლამდე ქალი რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო–ზემო სვანეთში მოქმედ კოვიდ–ცენტრებში 239 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 15-ის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 161 კოვიდ-პაციენტი გადის, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 53 პაციენტი,  „სენამედში" კი 12 პაციენტი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 332.441-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები