მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეხიკოში მეტროს ხაზის ხიდი ჩაინგრა: 15 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა – ვიდეო

© photo: Sputnik / Dmitry Zamenskyსასწრაფო დახმარების მანქანა მეხიკოში
სასწრაფო დახმარების მანქანა მეხიკოში - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
მექსიკის დედაქალაქის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მეხიკოში მეტროს ხაზის ხიდი მატარებლის გავლის დროს ჩაინგრა, დაიღუპა 15 ადამიანი, იუწყება РИА Новости მექსიკის დედაქალაქის მერის კლაუდიუ შეინბაუმის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შემთხვევა მეხიკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოლივოსისა და ტესონკოს სადგურების რაიონში მოხდა. უფრო ადრე ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, რომ დაიღუპა 13 ადამიანი და დაახლოებით 70 დაშავდა.

„ამჟამად დაღუპულია 15 ადამიანი“, – განაცხადა შეინბაუმმა.

მეხიკოს მეტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტროპოლიტენია ჩრდილოეთ ამერიკაში. ბოლოს დიდი ინციდენტი იქ ამ წლის იანვარში მოხდა, როდესაც ცენტრალურ პოსტზე ცეცხლის გაჩენის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 პირის საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო. მაშინ მეტროპოლიტენის მუშაობა სამი დღით შეჩერდა.

ყველა ახალი ამბავი
0